Business Partner at SMART Support
- ლიკა კოვზირიძე - ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
- ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
- სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
- 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
- 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
- სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership SImulation (Michael Kouly), The Science of Well-Bein (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.