<< ლექტორები

ანი ჯეირანაშვილი

პროექტის მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი @ Art Line Studio

ანი ჯეირანაშვილი

  • სოციოლოგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი, ამ სფეროში 4 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
  • ანას კარიერა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რისი საშუალებითაც მარტივად აიდენტიფიცირებს ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს;
  • სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ ნათლად დაინახა, რომ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და მის მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს - ადამიანებთან კომუნიკაციაა.სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სფეროში მისი კარიერა Art Line Studio-ში იწყება, სადაც პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციას იკავებს;
  • ანასთვის მთავარ მამოძრავებელ ძალას მუდმივი პიროვნული განვითარება წარმოადგენს. როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვებით, ეფექტური საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებით და ჯანსაღი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებით, Art Line Studio ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე, ინტერიერის დიზაინის სფეროში, რასაც ცხადყოფს დასრულებული პროექტების რაოდენობა და კმაყოფილ მომხმარებელთა შეფასება;
  • ანას აზრით, კომპანიის, როგორც ბრენდის წარმატება და სამომავლო განვითარების პერსპექტივა ფუნდამენტურად დამოკიდებულია ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, დაწყებული პოტენციურ მომხმარებლებთან პირველი კომუნიკაციით, დამთავრებული მარკეტინგული კამპანიებით;
  • ის თვლის, რომ მუდმივი განათლების, საერთაშორისო პრაქტიკის ტენდენციების შესწავლით და ამ საქმის სიყვარულის საფუძველზე, დროული და ეფექტურია მისი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სმარტ აკადემიის სტუდენტებთან.

სხვა ლექტორები >>