<< ლექტორები

გიორგი კოპაძე

მთავარი არქიტექტორი @ Art Line Studio

გიორგი კოპაძე

  • არქიტექტორი (მაგისტრის ხარისხი), 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორულ დარგში, როგორც საოფისე ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით;
  • გიორგიმ არქიტექტურის თანამდებობაზე მუშაობა თავდაპირველად საპროექტო ორგანიზაცია “მეგალითი”- ში დაიწყო, სადაც მან პროფესიონალი გუნდის ხელშეწყობით დეტალურად შეისწავლა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობები და ნორმატიული აქტები, რაც საჭიროა პროექტის რეალიზებისთვის;
  • აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციაში 6 წლიან სამუშაო პროცესში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა სპეციფიკისა და სირთულის მქონე შენობა-ნაგებობებზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამრეწველო მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს მრავალპროფილური? ცოდნის გაღრმავებას სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მასალებთან მიმართებაში;
  • 2022 წლიდან გიორგიმ არქიტექტორული საქმიანობა განაგრძო Art Line Studio-ში, სადაც შეიქმნა არაერთი საინტერესო და გამორჩეული პროექტი. ALG-ში, გაერთიანებულია, როგორც არქიტექტორული საქმიანობა, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულება, რამაც თითოეული პროექტი უფრო სრულყოფილი  გახადა. პარალელურად გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ურბანულსა და არქიტექტორულ-ექსპერიმენტულ ვორქშოფში, ასევე ათობით სახელმწიფო და კერძო დაკვეთაზე. ამ ყველაფერთან ერთად, ის დღემდე აგრძელებს სწავლასა და განვითარებას, რადგან არქიტექტურა ეს ის სფეროა, სადაც სწავლა და ახალი აღმოჩენები ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია.

სხვა ლექტორები >>