Strategic Development Professional
- არჩილ დადიანს აქვს მდიდარი გამოცდილება სტრატეგიული დაგეგმვის,
მისი აღსრულებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მისი 20-წლიანი კარიერა მოიცავს საზოგადოებრივ,
კერძო და სახელმწიფო სექტორებს;
- მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავდაცვის სისტემის განვითარებაში.
მუშაობდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტრატეგიული სამოქმედო გეგმების შემუშავებასა
და განხორციელებაზე, თანამედროვე აკადემიური პროგრამების შექმნასა და სამხედრო განათლების
ეროვნული აკრედიტაციის უზრუნველყოფაზე. მისმა ძალისხმევამ, „ჯენერალ დაინამიქსის“ ექსპერტთა
გუნდთან ერთად, გააძლიერა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამები და უზრუნველყო
მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მის მიერ შემუშავდა და დაინერგა
ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა. 2013 წელს მას
მიენიჭა ღირსების ორდენი თავდაცვის სისტემის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის;
- მის მიერ განხორციელებული მრავალი პროექტიდან განსაკუთრებით
აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის
შემუშავება და მისი განხორციელების პროცესის ზედამხედველობა. მისი ხელმძღვანელობით
უნივერსიტეტში დაინერგა და შემდგომ წარმატებით მოიპოვა ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი;
- კარიერის განმავლობაში მან გამოავლინა ძლიერი უნარი ორგანიზაციული
ცვლილებების მართვის, პროცესების ოპტიმიზაციისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის
განვითარების კუთხით. არჩილ დადიანის პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს,
თუმცა მისი ყველა როლის მთავარი საერთო თემაა ინოვაციური ხედვების დანერგვა, ეფექტიანობის
გაზრდა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;
- გარდა ამისა, მას აქვს ფართო გამოცდილება საერთაშორისო
პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო პროექტების განვითარება-განხორციელებაში,
თავდაცვის, განათლებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.