<< ლექტორები

აკაკი წიგნაძე

ავეჯის კონსტრუქტორი @ Aiko

 აკაკი წიგნაძე

  • ავეჯის კონსტრუქტორი, რომელსაც აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება ავეჯის პროექტირებასა და წარმოებაში;
  • აკაკი წიგნაძე კარიერის განმავლობაში მუშაობს როგორც მცირე კერძო ორდერებზე, ასევე მასშტაბურ პროექტებზე - დაწყებული ინდივიდუალური ინტერიერის ავეჯიდან, დამთავრებული სავაჭრო და კომერციული სივრცეების მოწყობით;
  • აკაკის წლების გამოცდილება მოიცავს ავეჯის კონსტრუქციასა და თანმდევ პროცესს — იდეის გაჩენიდან და დიზაინის შექმნიდან, ტექნიკური ნახაზების მომზადებამდე და საბოლოო მონტაჟამდე, რაშიც მას ეხმარება თანამედროვე პროგრამების ცოდნა, შექმნას როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური მხარის სრულყოფილი ნამუშევრები;
  • აკაკი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ფურნიტურის წამყვან ბრენდებთან, რის შედეგადაც მან განავითარა ღრმა ცოდნა ფურნიტურის სისტემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში;
  • აკაკი სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე. მაშინდელმა ხაზვის საფუძვლებმა და ლექტორების პროფესიონალიზმმა დიდი როლი ითამაშა პროფესიულ განვითარებაში - რამაც განაპირობა ტექნიკური აზროვნების საფუძველი, სიზუსტისა და დეტალებზე აქცენტირება, რაც დღემდე ეხმარება პროფესიულ საქმიანობაში;
  • აკაკის ხედვა კი ეფუძნება: წარმატებული პროექტი ყოველთვის იწყება სწორად დალაგებული და გათვლილი კონსტრუქციით;
  • აკაკის მიზანია, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ  პროგრამული და თეორიული ცოდნა მისცეს, არამედ პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ შექმნან ესთეტიკური და ფუნქციური ავეჯი. მას სურს, რომ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა, რათა თამამად მიიღონ და განახორციელონ პროექტები.

სხვა ლექტორები >>