ანი რატიანი
Architect / Interior Designer
ანი რატიანი
- ანი რატიანი არის არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და ლექტორი მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით;
- აქვს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, სივრცეების დაგეგმარების, ტექნიკური ნახაზებისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კარიერის განმავლობაში მუშაობდა Tory Development-ში, Design Atelier-ში (Domus LTD), „კაფელის სახლში“ და Khedi•ხედი-ში არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის პოზიციებზე;
- 2021 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ტრენერი, 2023 წლიდან კი იკავებს ასისტენტ-პროფესორის პოზიციას კავკასიის უნივერსიტეტში;
- 2025 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- მიღებული აქვს არქიტექტურის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე;
- ფლობს Archicad, Autodesk Revit, 3D Max, V-Ray, Corona, AutoCAD და Adobe Photoshop პროგრამებს და გავლილი აქვს შესაბამისი პროფესიული სასწავლო კურსები;
- 2015 წელს თბილისის განვითარების ფონდის კონკურსში ურბანული განვითარების საუკეთესო იდეის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა, ხოლო 2018/2019 წლებში იყო თბილისის მერიის სტიპენდიანტი, როგორც წარჩინებული მაგისტრანტი;
- ანი პროფესიულ პრაქტიკას წარმატებით უთავსებს აკადემიურ საქმიანობას და სტუდენტებს უზიარებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე რეალურ პროექტებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ გამოცდილებას.
- პორტფოლიო: https://www.behance.net/aniratiani11