Digital Marketing Lead @ IMMOBILIARE
- სალომე ყიფიანი ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის
სპეციალისტია, 8 წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების სფეროში. მისი პროფესიული გამოცდილება
აერთიანებს Digital Strategy-ს, Performance Marketing-ს, Data Analytics-ს, Lead
Generation-სა და გაყიდვების Funnel-ის ოპტიმიზაციას;
- 2026 წლიდან მუშაობს IMMOBILIARE-ში Digital Lead-ის პოზიციაზე
და ხელმძღვანელობს უძრავი ქონების პროექტების ციფრულ მარკეტინგს, Performance კამპანიებს,
Lead Generation-სა და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების განვითარებას;
- მისი გამოცდილება მოიცავს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების
დაგეგმვას, ონლაინ არხების მართვასა და ბრენდის ციფრულ განვითარებას;
- მუშაობდა BK Construction-სა და ,,თეთრ კვადრატში’’-ში
Digital Marketing Manager-ის პოზიციაზე, სადაც დააგროვა პრაქტიკული გამოცდილება უძრავი
ქონების სფეროს მარკეტინგში;
- საერთო ჯამში, სალომეს 20-ზე მეტ უძრავი ქონების პროექტზე
აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც მრავალბინიან, პრემიუმ და მაღალი კლასის საცხოვრებელ,
ისე კომერციული ტიპის უძრავი ქონების პროექტებზე. კარიერის განმავლობაში მუშაობდა როგორც
უძრავი ქონებისა და სამშენებლო, ისე FMCG და საცალო ვაჭრობის სფეროებში, მათ შორის
Julius Meinl Georgia-სა და Domino DIY Hypermarket-ში;
- კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშაობდა Online Sales
Specialist-ის პოზიციაზე, რამაც მას მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესების ურთიერთკავშირის
პრაქტიკული გამოცდილება შესძინა;
- სალომეს პროფესიული გამოცდილება საშუალებას აძლევს მარკეტინგის
საკითხები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ რეალური ბიზნესპრაქტიკისა და სხვადასხვა ინდუსტრიის
მაგალითებზე დაყრდნობით შეასწავლოს სტუდენტებს.