მაიკო სიხარულიძე
PR-ის გუნდის ხელმძღვანელი
მაია სიხარულიძე მედიაში 10, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კი 20 წელია მუშაობს და სულ მალე ის „სმარტ აკადემიაში“ კომუნიკაციის, მედიის, რეპუტაციის, კრიზისების მართვის და მასთან მომიჯნავე სფეროთი დაინტერესებულ მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
მაია სიხარულიძეს მარკეტინგისა და PR-ის სფეროში უდიდესი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად ხელმძღვანელობს კინოთეატრების ქსელის „Cavea” PR-ს. სხვადასხვა წლებში კი, ხელმძღვანელობდა კინოთეატრების „რუსთაველი“, „ამირანი“, პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „Gem Fest”-ის, სარეკლამო კომპანია „სარკის“ (კლუბი „16 რაუნდი“, კინოთეატრი „ახმეტელი“, „პეპსი“, აქსის თაუერსი“, და სხვა) სხვადასხვა პროექტების მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებას. მუშაობდა „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. საინტერესოა, რომ ქართულ გამოცდილებასთან ერთად, ის ლონდონში, „PR ოფისში“ ინტერნად ყოფნისას რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროპული მუშაობის სტილსა და სტანდარტს გაეცნო.
მაია სიხარულიძეს, როგორც PR სტრატეგს, თეორიასთან ერთად პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილებაც დაუგროვდა არამხოლოდ PR -ის მიმართულებით, არამედ მედიაში 10 წლიანი მუშაობის განმავლობაში, როდესაც მან ყველა საფეხური გაიარა სტაჟიორობიდან რედაქტორამდე. სწორედ მედიაში მუშაობისას გამოიმუშავა საჭირო უნარები და დაამყარა უმნიშვნელოვანესი კონტაქტები.
მისი გამოცდილება მრავალფეროვანია არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სექტორშიც. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა:
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს;
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს;
- საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
- გახლდათ ექსპერტ - კონსულტანტი თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
- მაიას გამოცდილება ასევე მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებში „სამოქალაქო მოძრაობა“ და „მომავლის სოფელი“ მუშაობასაც.
პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა სამინისტროების, ასევე საქვეუწყებო დეპარტამენტებისა და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების პირველი პირებისგან არაერთი მადლობის სიგელი. მაია სიხარულიძე, პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.