<< ლექტორები

ალექსანდრა კნიაზიანი

სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი @ FCB Art Group Tbilisi

  • ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი, ასევე, არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე, საერთაშორისო ბრენდებთან;
  • თეორიული ცოდნის პარალელურად, მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მოღვაწეობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, McDonalds, Magnum, Phaiser, Stada, Spar, Coca-Cola, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, Manamo, ნატახტარი ზიგ-ზაგი, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი და სხვა;
  • ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მოღვაწეობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი;
  • ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: ტვ და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სასტელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც.მედია ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა;
  • პროფესიული მოღვაწეობის პარალელურად, იგი თავისუფალ დროს დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, კერძოდ კი ეხმარება დაობლებული ბავშვების ფონდს საგანმანათლებლო განვითარების საკითხებში.

 

სხვა ლექტორები >>