<< ლექტორები

ლელი შევჩენკო

დიზაინ სტუდიისა და საპროექტოს დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი

• ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად;

• მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: 

„დ. ერისთავის სახელობის ქირურგიიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული  განყოფილება და სხვა;

• ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;

• ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;

• ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;

• ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;

• იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;

• ლელი შევშენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი აქრქიტექტორი - 

https://www.facebook.com/leli.shevchenko 

სხვა ლექტორები >>