სოციალური მედია - საბაზისო კურსი ⏳
- ლექტორი:
- მარიამ ცომაია
- 11 შეხვედრა
- 22 საათი
კურსის სრული ღირებულება - 660 ₾
განვადებით თვეში 23 ₾-დან
სოციალური მედია ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სივრცეა, თუ გსურს, რომ ამ სივრცის მართვა შეძლო, მნიშვნელოვანია დაეუფლო ყველა ინტერნეტ ხელსაწყოს, რომელიც საჭიროა კონტენტისა და რეკლამის შექმნისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ კომპანიების სოციალურ ქსელში წარმოჩენას, დაისახავ მიზნებს, შექმნი სტრატეგიას და გაზომავ შედეგებს, რაც შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში დაგეხმარება.
რას ვისწავლი?
- ზოგად ტრენდებს
- კონტენტის ტიპებს და მათ შექმნას
- სოციალური ქსელის მეტრიკებს
- სოციალური ქსელის ტექნიკურ ბაზისებს
- რეკლამის ჩაშვებას
- განთავსება
- აუდიტორია
- ბიუჯეტირება
- რეპორტის შექმნას
- პიქსელის დაყენებას და მის ანალიტიკას
- სტრატეგიის შემუშავებას
კურსის ბოლოს გექნება ფინალური დავალება, რომელშიც შეძლებ შეძენილი ცოდნა ერთიანად წარმოაჩინო.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- უნდა მაინტერესებდეს რეკლამა ონლაინ სივრცეში
- უნდა შემეძლოს გამართულად წერა
ვის შეუძლია კურსის გავლა?
- ნებისმიერს, ვისაც აინტერესებს ციფრული მედია/ონლაინ რეკლამა
- ნებისმიერს, ვისაც ერთხელ მაინც უნატრია ადმინობა
ლექტორის შესახებ
მარიამ ცომაია არის სოციალური მედიის სტრატეგი სააგენტო Betterfly-ში და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი სააგენტო Port:80-ში