3D გრაფიკა - ბლენდერის საფუძვლები
- ლექტორი:
- გელა პატარაია
- 16 შეხვედრა
- 32 საათი
კურსის სრული ღირებულება - 1090 ₾ 890 ₾
განვადებით თვეში 49 ₾-დან
კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. კურსის მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიან რედაქტორის Blender-ის გამოყენებით, კერძოდ Blender-ში ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი როგორც ციფრული პროდუქტის რეალიზაცია.
რას ვისწავლი?
- 3D რედაქტორთან, კერძოდ Blender-თან მუშაობას
- სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპებს
- სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაციას
- PBR მატერიალების საფუძვლებს
- მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპებს
- ფორმებისა და სცენების რედაქტირებას
- რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპებს
- შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფციას
- Photoshop-ის საფუძვლები როგორც დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფას
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
- კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება.
- დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ვის შეუძლია კურსის გავლა?
სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
ლექტორის შესახებ
- გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი და თარჯიმანი (მათ შორის ტექნიკური თარჯიმანი).
- გელას აქვს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორად, სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკური რედაქტორად, უმცროსი პროგრამისტად და ტექნიკური ასისტენტად მუშაობის გამოცდილება.
- მის ინტერესს წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ვებ პროგრამირება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია და ა.შ.
- გელას ჰობია სამეც. ფანტასტიკა, კრეატიული კომპოზიცია, ექსპერიმენტაცია, დაკვირვება, კონცეპტუალური აზროვნება, ტექნოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია, პოეზია, კითხვა, წერა, 3D, VR, თამაშის პროტოტიპინგი, მსახიობობა, სიმღერა, გიტარაზე დაკვრა, ველოსიპედი, #INTJ
კურსის დრო
სამშაბათი, პარასკევი - 20:00 - 22:00
გადმოწერე სილაბუსი