ექსპრეს კურსი სამშენებლო სამართალში
- ლექტორი:
- სალომე ამაღლობელი
- 6 შეხვედრა
- 18 საათი
კურსის სრული ღირებულება - 770 ₾ 590 ₾
განვადებით თვეში ₾-დან
ტრენინგ კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს სამშენებლო სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობა, სამშენებლო ურთიერთობების პროცესში წარმოშობილი საკითხების სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმები და დაეხმაროს უძრავი ქონების და სამშენებლო სფეროში დასაქმებულ, ან ამ სფეროში დასაქმებით დაინტერესებულ პირებს სამშენებლო პროცესის თანმიმდევრულად დაგეგმვასა და მართვაში, სამშენებლო პროცესების სამართლებრივად სწორად წარმართვასა და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრაში.
რას ვისწავლი?
- სამშენებლო პროცესის თანმიმდევრულად დაგეგმვა და მართვას
- სამშენებლო და უძრავი ქონების სამართლის არსს, მნიშვნელობას და მის გამოყენებას პრაქტიკაში
- მშენებლობის და უძრავი ქონების მართვის განხორციელებისათვის საჭირო მარეგულირებელ ნორმებს, ამ პროცესებთან დაკავშირებულ კერძო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან სწორ კომუნიკაციას
- სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას წარმოშობილი მოსალოდნელი რისკების შესახებ და ამ რისკების თავიდან აცილებისთვის, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე პრობლემის გადაჭრას.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- უნდა ვიყო დაინტერესებული სამშენებლო და უძრავი ქონების სამართლით
- უნდა მაინტერესებდეს ამ მიმართულებით მომუშავე დეველოპერულ კომპანიებში მუშაობა
ვის შეუძლია კურსის გავლა?
- სამართლის სტუდენტებსა და დამწყებ იურისტებს
- სამშენებლო/უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების მენეჯერებს
- სამშენებლო/უძრავი ქონების ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირებს
ლექტორის შესახებ
- სალომე ამაღლობელს აქვს 7+ წლის სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების და სამშენებლო სამართლის მიმართულებით. სალომე თანამშრომლობდა ისეთ ინსტიტუციებთან, როგორიცაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ვაკე-საბურთალოს; გამგეობა, სსიპ ქონების მართვის სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრი სააგენტო, სსიპ თბილისის იუსტიციის სახლი, თბილისის საქალაქო სასამართლო, კერძო სამშენებლო და ინტერნეტკომუნიკაციების კომპანიები.
- სალომე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკერძო სამართლის მაგისტრი.
- სალომეს უყვარს თხილამურებით სრიალი, მოგზაურობა და დაინტერესებულია ფსიქოლოგიითა და ბიზნესის მენეჯმენტით.