MS Excel პრაქტიკაში
- ლექტორი:
- თემურ სმირბა
- 12 შეხვედრა
- 25 საათი
კურსის სრული ღირებულება - 850 ₾ 590 ₾
განვადებით თვეში 27 ₾-დან
კურსის მიზანია მსმენელებმა შეიძინონ ექსელის გამოყენების ის უნარები, რომელთა დახმარებითაც მსმენელები შეძლებენ ისეთი ბიზნეს ქეისების ამოხსნას და პრობლემების გადაჭრას, როგორიც დღეს საქართველოს ბაზარზე გვხვდება.
რას ვისწავლი?
- ელექტრონული ცხრილების აწყობას, დამუშავებას, კონსოლიდირებასა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებას
- ბიზნეს ამოცანის დასახვას და მის გადასაწყვეტად ალგორითმის შექმნას. შექმნილი ალგორითმის დაკავშირებას სხვა ბიზნეს ამოცანებთან და ალტერნატიულ ალგორითმებთან ლოგიკური ბმის შექმნას
- თარიღისა და დროის ფუნქციების გამოყენებასა და დინამიური კალენდრის შექმნას ბიზნეს პროცესების მიხედვით
- ტექსტური ფუნქციების გამოყენებას დიდ ბაზებთან მუშაობისას და არაერთგვაროვანი ჩანაწერების დამუშავებისას
- მარტივი და რთული ლოგიკური ფუნქციების ერთმანეთთან შერწყმას და მათემატიკური მოდელების შექმნას
- მონაცემთა ვიზუალიზაციას
- ორღერძიანი და დინამიური დიაგრამების აგება-ფორმატირებას
- შემთხვევითი რიცხვის გენერირებას, პრაქტიკაში გამოყენებასა და პარამეტრული ამოცანების ოპტიმიზაციას
- ცვლადზე მიმაგრებული შეცდომის მოძიებას და აუდიტს
- ფინანსური ფუნქციების დახმარებით ფინანსური კალკულაციების ჩატარებას
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
კურსი არ მოითხოვს რაიმე სახის გამოცდილებას ან/და ცოდნას როგორც წინაპირობას, საკმარისია ვიყო ცნობისმოყვარე, დაინტერესებული და მოტივირებული
ლექტორის შესახებ
თემურ სმირბა მუშაობს კომპანია Japan Tobacco International-ში სავაჭრო მარკეტინგის სუპერვაიზერად კავკასიის რეგიონის ბაზრებზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)
მას აქვს ონლაინ-ბიზნეს სფეროში CRM ანალიტიკოსად მუშაობის და FMCG სფეროში ბრენდის მართვისა და გაყიდვების ოპერაციების ოპტიმიზაციის გამოცდილება.
კურსის დრო
შაბათი, კვირა - 14:30-16:30
გადმოწერე სილაბუსი