ლექციების განმავლობაში ღამეები არ მეძინა - კურსდამთავრებულის ისტორია
არასწორად არჩეულ პროფესიაზე დიდი შეცდომაა, დარჩე და გააგრძელო იმ საქმის კეთება, რომელიც შენთვის საინტერესო არაა. ამ პრობლემის წინაშე ბევრი აღმოჩენილა, თუმცა ახალი პროფესიის ძებნას და ძველი საქმის მიტოვებას ცოტა თუ ბედავს. ნათია ნათენაძე მათ შორის ნამდვილად არაა. ის კომფორტის ზონიდან გამოსვლას არ შეუშინდა და თამამად თქვა უარი პროფესიაზე, რომელსაც წლები დაახარჯა. ასე შეაღო სმარტ აკადემიის კარი და აგერ უკვე მეორე კურსი დაასრულა:
თავდაპირველად, წლების წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს მიმართულება ჩემი არ იყო. სხვადასხვა კომპანიაში მრვალწლიანი მუშაობის შემდეგ, პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. ბევრი ძიების შემდეგ, სწორ ადგილზე - სმარტ აკადემიაში მოვხვდი და გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე.
დავალებების კეთებით ისეთ ადრენალინს ვიღებდი, მუშაობაში ღამეებს ვათენებდი, რამდენიმე თვე არ მეძინა. გარდა იმისა, რომ ეს საქმე მართლა საინტერესოა, ჩემი მონდომება დიდწილად ლექტორის, ანნა გუგუტიშვილის დამსახურებაც იყო, რომელიც ყველანაირად ცდილობდა სტუდენტებისთვის საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გადაეცა, კონსულტაციას ნებისმიერ დროს გვიწევდა.
ამჟამად ფრილანსერი გრაფიკული დიზაინერის ამპლუაში რამდენიმე ქართულ და უცხოურ კომპანიასთან ვთანამშრომლობ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა შევწყვიტე.
სმარტ აკადემიაში სოციალური მედიის მართვის კურსსაც დავადგი თვალი. ამ საქმის შესწავლა ნულიდან დავიწყე. საინტერესო აღმოჩნდა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე ვარ დარეგისტრირებული და ვთვლი, რომ აქტიური მომხმარებელი ვარ, ნამდვილად არ მეგონა, თუ სოციალურ მედიას ამხელა შესაძლებლობები ჰქონდა.
SM მენეჯერი ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. მეც სულ ცოტა ხანია, რაც სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიაში, Smart Web-ში დავსაქმდი და პრაქტიკაში ვიყენებ იმ ცოდნას, რაც ძალიან ენერგიულმა ლექტორმა მარიამ ცომაიამ 11 ლექციაში გაგვიზიარა. ამ მცირე დროში ახალ პროფესიას დაეუფლო, ცოტა არარეალურად ჟღერს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.“