მთავარიბლოგი10 Youtube არხი მოტივაციისა და განვითარებისთვის

10 Youtube არხი მოტივაციისა და განვითარებისთვის

ზოგჯერ, თვითგანვითარებისთვის მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა საკმარისი არაა. ინსპირაცია გვჭირდება. ამიტომ მოვიზღვავებთ ხოლმე, ფილმებს, წიგნებს და მათ პერსონაჟებთან თუ ავტორებთან თავის გაიგივებას, მათგან სწავლას ვცდილობთ. სინამდვილეში, შთაგონების წყაროდ უბრალო საუბრებიც შეიძლება იქცეს. ამ ბლოგში გაგიზიარებ 10 იუთუბ არხს, სადაც შენთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები თავიანთ ან სხვების ისტორიებს მოგიყვებიან და მერწმუნე, ეს ისტორიები შენს აზროვნებას ახალ ტალღაზე გადაიყვანს. 

1. TEDx Talks

TED საუბრები მოიცავს თითქმის ყველაფერს – სოციალური ცვლილებიდან სოციალურ მედიამდე. აქ იპოვი მრავალფეროვან, შთამბეჭდავ ვიდეოებს, სპიკერების გამორჩეული თხრობის სტილითა და იმედისმომცემი ისტორიებით. მთხრობელების იუმორითა და ემოციით გაჯერებული ისტორიები უსათუოდ დაგაფიქრებს საკუთარ თავზე და უკეთესობისკენ შეცვლის რეალური ნაბიჯების დასახვაში დაგეხმარება. 

2. Be Inspired


 ამ არხის სათაური ყველაფერს ამბობს. აქ არის მთელი რიგი ინსპირაციული საუბრებისა, რომლებიც მიზნად ისახავს შენს მოტივირებას. პირველ რიგში, ამ ვიდეოებს გადახედე: Never Lazy Again, Start Your Day Right და Winner's Mindset. 

3. School of Life


სკოლის დამთავრების შემდეგ, განათლება არ უნდა შევწყვიტო. ეს YouTube არხი ეძღვნება უწყვეტ გაკვეთილებს ცხოვრების ყველა ეტაპზე. ურთიერთობები, სოციალური ფილოსოფია, თვითდახმარება – აქ ყველაფერია, რაშიც განვითარება მოიაზრება. 

4. Big Think

თანამედროვე მოაზროვნეების იდეების მოსმენაზე რას იტყოდი? ისეთი ექსპერტები, როგორებიც არიან: მაიკლ პეტი, ბილ ნაი და ნილ დე გრას ტაისონი გაგანდობენ იდეებს, რომლებიც შენს გონებას ახალ რელსზე გადაიყვანს. 

5. Team Fearless


აქ ნახავ სამწუთიან ვიდეოებს, რომლებიც დაგაფიქრებს და მოძრაობისკენ გიბიძგებს. 

6. Matt D'Avella


მეტ დ'აველა არის მინიმალისტური კინორეჟისორი. მისი YouTube არხი სავსეა ვიდეოებით, რომლებიც დაგეხმარება გააკონტროლო და გააუმჯობესო ცხოვრება. როგორც კინორეჟისორისგან მოსალოდნელია, თითოეული ვიდეო დახვეწილად გადაღებული და დამუშავებულია, რაც მის ყურებას სასიამოვნოს ხდის. 

7. Improvement Pill


Improvement Pill გიზიარებს ანიმაციურ გაკვეთილებს, რომლებიც დაგეხმარება გააუმჯობესო ცხოვრება სხვადასხვა გზით. იმუშავე დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებაზე, შიშის დაძლევაზე და საკუთარი თავის მოტივაციაზე. ეს ვიდეოები 10 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობისაა. 

8. Thomas Frank


ერთ დროს, ამ YouTube არხს CollegeInfoGeek ერქვა. ახლა უკვე რებრენდირებულია. აქაც, თვითდახმარებისთვის მრავალგვარი რეცეპტები გელოდება. სხვა საკითხებთან ერთად, ფრენკი გასწავლის სწავლის ტექნიკას, ჩვევების შეფასებისა და პროდუქტიულობის წესებს. მის YouTube ვიდეოებში ყველაფერია, რაც პოზიტიური ცვლილებებისთვის გჭირდება. 

9. Motivation Madness


Motivation Madness გაინტერესებთ, რატომ აღწევს წარმატებას მხოლოდ 1%? რაშია მათი საიდუმლო? ამაზე ვინ ისაუბრებს საუკეთესოდ, თუ არა თავად ეს წარმატებული ადამიანები… ისინი გასწავლიან, როგორ იაზროვნო სწორად შინაგანი ბედნიერებისთვის. ამ ვიდეოების ნაწილი არის გამოსაშვებ საღამოებზე წარმოთქმული სიტყვა, თუმცა ეს მაინც საინტერესო გაკვეთილებია, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. 

10. flowmaster.online / ფლომასტერი


ფაქტობრივად, ესაა ერთადერთი ქართული იუთუბ არხი, რომელიც მაყურებლის პროფესიული განვითარებისკენაა მიმართული. მართალია, ტრენერ ალექსანდრე ჯეჯელავას ვიდეოების მთავარი თემა მენეჯერების პროდუქტიულობის ზრდაა, თუმცა რჩევები, რომლებსაც ის გვიზიარებს, ნებისმიერ ადამიანს დიდ სამსახურს გაუწევს, როგორც კარიერულ, ისე პირად ურთიერთობებში.

სხვა სტატიები >>