მთავარიბლოგიკურსმა მომცა ყველაფერი, რაც ქოფირაითინგის შესახებ მაინტერესებდა - UX/UI ქოფირაითინგის კურსდამთავრებული თავის ფინალურ ნამუშევარზე გვიყვება

კურსმა მომცა ყველაფერი, რაც ქოფირაითინგის შესახებ მაინტერესებდა - UX/UI ქოფირაითინგის კურსდამთავრებული თავის ფინალურ ნამუშევარზე გვიყვება

მე ვარ ქეთი და სმარტ აკადემიაში გავიარე UX/UI ქოფირაითინგის კურსი. რატომ? მინდოდა მესწავლა UX/UI წერის პრინციპები, რაც საიტებისა და აპლიკაციების ტექსტების შედგენას გულისხმობს. კურსმა მომცა ყველაფერი, რაც იმ დროს ქოფირაითინგის შესახებ მაინტერესებდა. 

და რაც შეეხება კითხვას - რა ვწერე ფინალურზე - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საბოლოო დავალება იმდენად მრავლისმომცველი იყო, კურსის ბოლოს მქონდა განცდა - თითქოს უკვე გამოცდილი UX მწერალი ვიყავი. წარმოიდგინე, წერ მრავალგვერდიანი საიტის ტექსტს, სადაც თითოეული სიტყვა საგულდაგულოდ უნდა შეარჩიო. სწავლის განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დავალების შესრულება გიწევს, კურსის დასრულებისას კი საკუთარი UX ქოფირაითერის პორტფოლიო გაქვს.

ფინალურის ბრიფი საინტერესო იყო: ვითომ თბილისში პირველი ვინტაჟური მოლი ,,ვუდსტოკი’’ იხსნებოდა და ჩვენ ამ მოლის ვებგვერდის ტექსტი უნდა შეგვედგინა. საკმაოდ მოცულობითი დავალება გამოდიოდა, ვინაიდან მოლში 7 სხვადასხვა ობიექტი მუშაობდა. წინ დიდი UX თავგადასავალი გველოდა, რადგან მთელი საიტის ტექსტი ჩვენს განკარგულებაში იყო. ჩვენ უნდა შეგვედგინა თითოეულ ღილაკზე არსებული სიტყვა, დაგვეწერა ,,ჩვენ შესახებ’’ ინფორმაცია, ინსაითების გამოყენებით უნდა აღგვეწერა მოლის თითოეული სავაჭრო ობიექტი და ასევე ჩვენი გადასაწყვეტი იყო, ტექსტების რა ნაწილს გავიტანდით პირველ გვერდზე, რათა მომხმარებლისთვის საიტი მიმზიდველი ყოფილიყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლექტორმა - ქეთი დიასამიძემ - ბრიფში სპეციალურად ,,აურია ენები'', ანუ მოლის თითოეული ობიექტის აღწერისას, განსხვავებული Tone Of Voice შემოგვთავაზა, რათა ბრიფის სტილს ჩვენზე გავლენა არ მოეხდინა და თავად აგვერჩია, რომელი ენით ,,აგველაპარაკებინა'' ჩვენი ბრენდი. 

მეტი თვალსაჩინოებისთვის მინდა გაგიზიარო ფინალური პროექტის ერთი პატარა და მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ეს არის ,,ჩვენ შესახებ’’ ტექსტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ,,ვუდსტოკის’’ სერვისები უნდა გაეცნო.


ჩვენ შესახებ

ვუდსტოკი არის პირველი ვინტაჟური მოლი საქართველოში

ეს ადგილი იმისთვის შეიქმნა, რომ შენ ახალი შთაბეჭდილებები მიიღო. ჩვენს მაღაზიებში იხილავ განსაკუთრებული ესთეტიკის მქონე ნივთებს. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია და უნიკალური ხასიათი აქვს.

აქ ყველა ფილიალის თანამშრომელი მეგობრული, გახსნილი და პოზიტიურია. ვუდსტოკი დადებითი ენერგიებითა და შთაგონებებით აგავსებს.

მოლის მაღაზიებში სეირნობისას ნახავ:

● ძველებურ ავეჯს

● ლამაზ დეკორაციებს

● ვინტაჟურ ტანსაცმელს

● გამორჩეულ აქსესუარებს

● ხარისხიან ხელნაკეთ ნივთებს

● ფოტოაპარატებსა და ობიექტივებს

● მუსიკალურ ფირებს და ინსტრუმენტებს

ვუდსტოკში ტარდება სხვადასხვა მასტერკლასები:

● ხეზე კვეთა

● მეტალის შედუღება

● ძერწვა

● ქარგვა

● კერვა

ჩვენს მოლში არის კინოთეატრიც

აქ ძველი ფილმების ყურების სიამოვნება გექნება. ყველაზე ამაღელვებელი კი ისაა, რომ ზაფხულობით ძველი შედევრების ნახვას ღია ცის ქვეშ - ღია კინოთეატრში შეძლებ!

ვუდსტოკში შეგიძლია შეაგროვო ძველი ისტორიები და შექმნა ახალი! ეს ადგილი შენი შთაგონების წყარო გახდება...


კურსი საოცარი გამოცდილებაა. გულწრფელად ვურჩევ ყველა ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანს, რომ საკუთარ თავს ქეთი დიასამიძესთან სწავლის ბედნიერება აჩუქოს. 

UX/UI ქოფირაითინგის კურსი იწყება 23 იანვარს, დარეგისტრირდი და დაეუფლე თანამედროვე სპეციალობას.

სხვა სტატიები >>