მთავარიბლოგი„ამ კურსმა ახალი შესაძლებლობები გამიხსნა“ - კურსდამთავრებულის ისტორია

„ამ კურსმა ახალი შესაძლებლობები გამიხსნა“ - კურსდამთავრებულის ისტორია

გიორგი გიგინეიშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: 

„საბანკო სისტემაში 6 წელზე მეტი გავატარე და შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დრო იყო. ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვე ის მიმართულება, რაც მართლა მომეწონა და ეს ციფრული პროდუქტების ტესტირებაა.“

კურსის განმავლობაში 

გავხდი დეტალების მიმართ ბევრად უფრო დაკვირვებული და ვატყობ, რომ ვისწავლე ისეთი რაღაცების შემჩნევა, რასაც ადრე ყურადღებასაც არ მივაქცევდი. ეს კი ტესტირების პროცესში ძალიან მეხმარება. შემიძლია, აღმოვაჩინო ისეთი წვრილმანები, რასაც მანამდე ვერ შევამჩნევდი.

ლექტორის შესახებ 

ლელას შესახებ იმდენი კარგი რამ შემიძლია გითხრათ და ვწერო, რომ სტატიაში ეს ინფორმაცია არ დაეტევა. შეიძლება, წიგნად გამოცემაც კი გახდეს საჭირო. ასე რომ, მოკლედ, რომ შემეფასებინა ვიტყოდი, რომ არის სუპერ პროფესიონალი, ადამიანი, რომელსაც აშკარად ეტყობა, როგორ უყვარს საკუთარი საქმე და მისგან იმხელა ენთუზიაზმი მოდის, შეუძლებელია შენც არ აგიყოლიოს და ამასთან ერთად, ძალიან კარგი გადმოცემის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარიც გააჩნია, რომელიც თითქოს ლექტორისთვის უმნიშვნელოვანესი და დამახასიათებელი ნიშან-თვისება უნდა იყოს, თუმცა ძალიან ბევრ ლექციას დავსწრებივარ და ეს უნარი ბევრს არ აქვს.

კურსის გავლის შემდეგ 

დავსაქმდი შესანიშნავ კომპანიაში Georgia Tech Tbilisi-ში, სადაც არა მარტო ძალიან კარგ ადამიანებთან და პროფესიონალებთან მაქვს ურთიერთობა, არამედ საშუალება მეძლევა კიდევ უფრო განვვითარდე და უფრო მეტი ვისწავლო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა და ბევრს ნიშნავს, რადგან ამაზე ბევრი კომპანია არ ზრუნავს, დღესდღეობით.

პროფესია – ციფრული პროდუქტების ტესტერი

ამ პროფესიაში მომწონს ის ყოველდღიურობა, ინტენსიურობა/ჩართულობა და ის მრავალფეროვნება, რომელიც მას გააჩნია.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიის როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან შექმნეს ეს შესანიშნავი კურსი, რომლის წყალობითაც ახალი შესაძლებლობათა გზა გამიხსნეს და ამისთვის მადლიერი ვარ.

გაიგე მეტი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის შესახებ აქ.

სხვა სტატიები >>