„სმარტ აკადემიამ საუკეთესო სტარტი მომცა“ – კურსდამთავრებულის ისტორია
ია სიჭინავამ სმარტ აკადემიაში UX/UI დიზაინის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
„ჩემი მიზანი იყო საფუძვლიანად შემესწავლა UI/UX დიზაინი და თავი მომეყარა იმ ცოდნისათვის, რომელიც ვებ დიზაინის მიმართულებით მანამდე მქონდა“
კურსის განმავლობაში ვისწავლე...
ახალი პროგრამა, რომელიც ასმაგად ამარტივებს დიზაინის პროცესს, ისეთი დეტალები გავიგე უმოკლეს დროში, რისთვისაც წლებია საჭირო, მენტორის გარეშე. გავეცანი ზოგადად UI/UX დიზაინის საფუძვლებს და ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც უკეთესი ვიზუალის და მომხმარებლის გამოცდილების შექმნას ამარტივებს
განვივითარე უნარები, რაც დამეხმარება ადაპტაციაში ნებისმიერი ტიპის კომპანიაში და გამიადვილებს სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების პროგრამაზე მუშაობას.
ლექტორის შესახებ
ის გასაგებად, დაუზარლად გვიხსნიდა საკითხს. საჭიროების შემთხვევაში, თემას რამდენჯერმე უბრუნდებოდა, ყველა სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა და ჩვენთან მუშაობას ძალიან დიდ დროს უთმობდა. მისი შენიშვნები ყოველთვის კონსტრუქციული და სასარგებლო იყო.
კურსის გავლის შემდეგ…
კურსის დასრულების შემდეგ, შანსი მომეცა სტაჟირება სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანია Smart Web-ში გამევლო. ეს გამოცდილება ჩემი რეალური შესაძლებლობების გამოცდაში მეხმარება. ერთია, როცა საკუთარი თავისთვის აკეთებ პროექტს, უბრალოდ ვარჯიშობ და ცდილობ დაიხვეწო, ხოლო, რეალურ პროექტზე როცა მუშაობ, გააზრებული გაქვს, რომ მას რაღაც რეალური მიზანი და განვითარება აქვს. ეს სულ სხვა პასუხისმგებლობაა, რომელსაც სიამაყის განცდა ახლავს თან.
ამჟამად ვმუშაობ კომპანიაში Lambda Games.
პროფესია – UX/UI დიზაინერი
პირველ რიგში, იდეების გენერირება, სრულიად ახლებურად აღიქვამ გარემოს და სულ ინსპირაციას ეძებ, აკვირდები ადამიანებს მათ „სამომხმარებლო“ ჩვევებს და ქმედებებს ინტერნეტსივრცეში და რაღაც ახალს ქმნი. გარდა ამისა, თავად პროფესია ძალიან პერსპექტიული და გლობალურია. ვფიქრობ, რომ თანამედროვე მსოფლიოს შენებაში და ვირტუალურ სამყაროში UX/UI დიზაინერები უდიდეს წვლილს შეიტანენ. ჩვენ ვქმნით იმას, რასაც მომხმარებლები მთელი თავისუფალი დროის განმავლობაში უყურებენ. კარგი UX დიზაინი ჰაერივითაა, ვერ ამჩნევ და ვერ გრძნობ მის მნიშვნელობას, მაგრამ როგორც მის ნაკლებობას იგრძნობ სუნთქვა გიჭირს, ასევეა დიზაინში, თუ რამეს არასწორად აკეთებ მომხმარებელი მყისიერად გრძნობს.
სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემიამ მომცა თავდაჯერებულობა და იმის შეგრძნება, რომ თუ რაღაცას თანმიმდევრულად აკეთებ და შრომას ჩადებ, აუცილებლად დაგიფასდება. სმარტ აკადემიაში ის მომწონს, რომ კურსი შეიძლება დაასრულო, მაგრამ სმარტ აკადემიელი სულ ხარ.
სმარტ აკადემიამ მომცა კარგი პორტფოლიოს შექმნის შესაძლებლობა, რაც ნებისმიერი მიმართულების დიზაინერისთვის გადამწყვეტია. სწორედ პორტფოლიო ქმნის პირველ შთაბეჭდილებას. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჩემს UI/UX დიზაინერის კარიერაზე ყოველთვის ექნება იმ ნდობას, რომელიც აკადემიაში გამომიცხადეს, როდესაც სტაჟირების შესაძლებლობა მომცეს. გარდა ამისა, ჩემი ახალი სამსახურის შესახებაც სმარტ აკადემიის ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვე და გასაუბრებაზეც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე იმან, თუ რა პირობებით გავიარე სტაჟირება სმარტ ვებში. საერთოდ, მგონია რომ ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის მონდომებასთან და შრომასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სწორ ადგილას და სწორ სივრცეში მოხვდები, ვფიქრობ, სმარტ აკადემიამ საუკეთესო სტარტი მომცა.
UX/UI დიზაინის შესახებ გაიგე მეტი აქ.