მთავარიბლოგიმიხარია, როცა 2 თვის წინ გაკეთებული საკუთარი ნამუშევარი აღარ მომწონს - გაიცანით მოუშენ დიზაინერი ნიკა ნიკიფი

მიხარია, როცა 2 თვის წინ გაკეთებული საკუთარი ნამუშევარი აღარ მომწონს - გაიცანით მოუშენ დიზაინერი ნიკა ნიკიფი

ვიზუალური კომუნიკაცია, მოძრავი  სხეულები, სიუჟეტი და ხმა - ეს გრაფიკული ანიმაციაა, რაზეც სარეკლამო ინდუსტრია გიჟდება! მხოლოდ იმიტომ არა, რომ ეს ფერადი, მოძრავი სხეულები თვალისმომჭრელად გამოიყურებიან. საქმე ისაა, რომ მოუშენ დიზაინი მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო გზაა, ის ბრენდს ამბის სხვებისთვის გაზიარებას უმარტივებს. 

თანამედროვე სამყაროში ინფოგრაფიკებსა თუ პოსტერებზე მეტად, ხალხი ვიდეოებით ინტერესდება. Ამის პარალელურად იზრდება მოთხოვნა ამ საქმის პროფესიონალებზე. 

ახლა  სწორედ ამ სფეროს მისტიკაზე გიამბობთ და გაგაცნობთ BETLIVE.GE-ს მოუშენ დიზაინერს, სმარტ აკადემიის კურსის, CINEMA 4D-ს ლექტორს, ნიკა ნიკიფს. 

3D-ანიმაციის ყურებისას ყოველთვის მეუფლებოდა რაღაც ისეთი ემოცია, რასაც შინაგან კმაყოფილებამდე მივყავდი. Შემდეგ, როცა ანიმაციის კეთება თავად დავიწყე, ამას სხვა, უფრო მძაფრი განცდები დაემატა. წარმოუდგენელი განცდაა იმ კადრების ყურება, რაც მხოლოდ შენს წარმოსახვაში არსებობდა, ახლა კი პროდუქტია“, - ამბობს და თავის პორტფოლიოსაც ენთუზიაზმით გვათვალიერებინებს. 

ნიკა, დაახლოებით 2 წელია, რაც 3D-ანიმაციის მიმართულებით მუშაობს და თვლის, რომ შესასწავლი კიდევ ბევრი რამ აქვს: 

„ეს დრო  ძალიან მალე და საინტერესოდ გავიდა. ვფიქრობ, ამ სფეროში არ არის რაღაც საბოლოო წერტილი, რომელსაც მიაღწევ და შემდეგ აღარაფრის სწავლა აღარ გჭირდება.  ტექნოლოგია ყოველდღიურად ელვის სისწრაფით ვითარდება და თუ ამ სფეროში ყოფნა გინდა, შენც მასთან ერთად გიწევს განვითარება. ყველაზე მეტად მიხარია, როცა 1-2 თვის წინ გაკეთებული ნამუშევარი იმდენად აღარ მომწონს, როგორც მაშინ. ეს ნიშნავს, რომ განვვითარდი, შევიცვალე...

სწავლის საწყის ეტაპზე, როცა ტექნიკურად ყველაფერი უცხოა, არაერთი სირთულეა. Შემდეგ გამოცდილებას იძენ და მუშაობის პროცესი სასიამოვნო ხდება. 

ზოგადად, სიღრმისეულად ყველა პროფესია რთულია, ბევრი შრომა გჭირდება, მაგრამ თუ შენი საქმე გიყვარს, სირთულეებთან გამკლავებაც სიამოვნების მომტანია. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგივა. მთავარი ბოლოს დადებული შედეგია, რაშიც ბევრი შრომა, ენერგია და მოტივაცია ჩადე. პროდუქტი შეიძლება არც ისე კარგი ან საერთოდ, ცუდი იყოს, მაგრამ გამოცდილება და განვითარება მოგცა, რაც მომავალში უკეთესის შექმნის წინაპირობაა. 


S: რა უნარებია საჭირო ამ სფეროში წარმატების მისაღწევად?

განსაკუთრებული უნარი არ სჭირდება. მთავარია სურვილი, პროცესით ტკბობა, ინტერესი და ნებისყოფა.  თუ მოტივაცია გაქვს,  შენი გაკეთებული ანიმაცია კარგი იქნება. 

S: რას ურჩევ დამწყებ დიზაინერებს?

ყველა 0-დან იწყებს, მათ შორის მეც. უბრალოდ, არ უნდა გაჩერდე და პროცესი უნდა გსიამოვნებდეს. თავს თუ იტყუებ ან სხვის დასანახად აკეთებ, შორს ვერ წახვალ. თუ მხოლოდ ფულის შოვნის ინტერესი გაქვს, დიდ სიმძიმეებს ვერასდროს აწევ. 

ნიკა მზადაა საკუთარი გამოცდილება თუ ცოდნა სხვებს გაუზიაროს. ის სმარტ აკადემიაში კურსის - 3D დიზაინი - Cinema 4D ლექტორია. ამბობს, რომ სწავლება სიამოვებას ანიჭებს:

იმის სხვისთვის გაზიარება, რაც მომწონს, საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. Სტუდენტებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ, ვაჩვენებ ჩემს ნამუშევრებს და დეტალურად ვუხსნი. სილაბუსი მრავალფეროვანია და დატვირთულია ისეთი ელემენტებით, რომ მსმენელები მაქსიმალურად ჩართულნი იყვენ პროცესში. მათ ექნებათ პრაქტიკული დავალებები, როგორც სახლში, ისე ლექციის დროს, მუშაობის დროს შეკითხვები გაუჩნდებათ... შევეცდები, ამომწურავად ვუპასუხო. ასე სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდება, მასალა კი მაქსიმალურად გააზრებული. 

თუ ეს ყველაფერი საინტერესოდ გეჩვენება, კურსზე მიღება უკვე დაწყებულია. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე აქ.

ნიკას პორტფოლიოს სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

https://www.instagram.com/_nikanikifi_

https://vimeo.com/444005303

https://nikanikifi.com/ 



სხვა სტატიები >>