მთავარიბლოგიგრაფიკული დიზაინი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, საინტერესო და განვითარებადი პროფესიაა - ნათია პაპიძის წარმატების ისტორია

გრაფიკული დიზაინი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, საინტერესო და განვითარებადი პროფესიაა - ნათია პაპიძის წარმატების ისტორია

ნათია პაპიძემ სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს 

“ჩემი მიზანი ჰობის პროფესიად ქცევა იყო. მინდოდა მესწავლა პროგრამები და გამეღრმავებინა ცოდნა გრაფიკული დიზაინის განხრით“

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში შევისწავლე ისეთი პროგრამები, როგორებიცაა:

  • ფოტოშოფი

  • ილუსტრატორი

  • ინდიზაინი

ვისწავლე, როგორ ვიყო ხარისხზე ორიენტირებული. ასევე, დავიწყე ისეთი ნიუანსების შემჩნევა, რომელსაც ადრე ყურადღებას არ მივაქცევდი. გავხდი მეტად შრომისმოყვარე და დეტალებზე ფოკუსირებული, რაც დამეხმარება შევქმნა ხარისხიანი ნამუშევრები თუ პროექტები. 

ლექტორის შესახებ

ანნა არის თავისი საქმის სრული პროფესიონალი. ჩანს თუ როგორ უყვარს ეს სფერო. მისი ენთუზიაზმი და ენერგეტიკა იმდენად გადამდებია, რომ ყოველი ლექციის შემდეგ, თავი ყოვლისშემძლე მეგონა. გარდა ამისა, მას გააჩნია გადმოცემის, ახსნისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საოცრად კარგი უნარი. ხანდახან ვფიქრობ, რომ გავიზრდები, ანნა გამოვიდე. მინდა, დიდი რეკომენდაცია გავუწიო ანნა გუგუტიშვილს ყველასთან, ვისაც გრაფიკული დიზაინის შესწავლა უნდა და ჯერ არ გადაუწყვეტია - სად. სმარტ აკადემია და ანნა ჩემი ცხოვრების ამ ეტაპის ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რასაც არასდროს ვინანებ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ასე რომ, თუ შენ ახლა ამას კითხულობ და ჯერ კიდევ ფიქრობ სად დაიწყო სწავლა, იცოდე რომ მეც გავიარე ეს ეტაპი და სმარტ აკადემია საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. 


კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ გავხდი მეტად თავდაჯერებული და მივხვდი, რომ რასაც ახლა ვაკეთებ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. 

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი 

აღნიშნული პროფესია, ისეთ შესაძლებლობებს აღვივებს შენში, რომ შეიძლება საკუთარი თავითაც კი დარჩე გაოცებული. გრაფიკული დიზაინი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, საინტერესო და განვითარებადი პროფესიაა. 

სმარტ აკადემია 

შეიძლება ითქვას, რომ სმარტ აკადემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში. გარდა იმისა, რომ ლექტორმა რეკომენდაცია გამიწია, ლექციებზე მიღებული ცოდნის დახმარებით, მარტივად გავიარე გასაუბრების ყველა ეტაპი და შედეგად მუშაობას ვიწყებ “Lambda Games”-ში. ეს არის შანსი იმისა, რომ განვვითარდე და კიდევ უფრო მეტი ვისწავლო

გაიგე მეტი გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

სხვა სტატიები >>