როგორ ვწერო უკეთ? 10 პრაქტიკული რჩევა წერის უნარების გასაუმჯობესებლად
თუ Google-ის საძიებო ველში წერასთან დაკავშირებული რჩევების შესახებ ცდი ინფორმაციის მოპოვებას, მრავალ დიდ დაპირებას წააწყდები.
რა არის რეალობა? არ არსებობს წერასთან დაკავშირებული არანაირი რჩევა, იდეა, სტრატეგია და ხრიკი, რომელიც ცუდ მწერალს, კარგ მწერლად აქცევს.
მაგრამ, თუ შენ უკეთესად წერა გინდა და ეძებ გზას თუ როგორ გაზარდო შენი წერითი უნარების დონე, რამდენიმე კარგი, წერასთან დაკავშირებული რჩევა და ხრიკი (თუ იგი კომბინირებული იქნება ბეჯითად მუშაობასთან) დაგეხმარება ამ ყველაფრის განხორციელებაში.
1. იპოვე შენი უნიკალური სტილი
მახე, რომელშიც ბევრი ავტორი თუ მწერალი ებმება, არის ის, რომ მათ სჯერათ, თუ ისინი ცნობილი მწერლებისა და ავტორების იმიტირებას მოახდენენ, მათსავით პოპულარულები გახდებიან.
შენ გაქვს უნიკალური DNA, იმედები, ფიქრები და ოცნებები. შენი სახეც კი უნიკალურია მაშინ, როდესაც კლავიატურაზე შემთხვევით ცხელ ჩაის გადაასხამ.
გინდა აღნიშნული ინდივიდუალურობა წერის დროსაც შეინარჩუნო? მაშინ განავითარე შენი უნიკალური წერის სტილი. უბრალოდ შეეცადე, რომ წერის დროსაც ის იყო, ვინც რეალურად ხარ.
2. დაარედაქტირე მუდმივად
რა განასხვავებს კარგ კონტენტს გაურკვევლისაგან? რედაქტირება.
პირველი მონახაზის შექმნა მხოლოდ დასაწყისია. იმისათვის, რომ შენ მიერ დაწერილი დიადი სიტყვები, შემდეგ დონეზე გადაიყვანო, საჭიროა იმდენივე დრო გაატარო მათ რედაქტირებაში, რა დროც მათ შექმნას მოანდომე.
ეს რთული სამუშაოა, გარკვეულწილად მოსაწყენიც, მაგრამ ამავდროულად აუცილებელი.
3. დაივიწყე წერის თანმიმდევრული სტილი
გახსოვს ფილმი ,,Memento?’’ ასევე ცნობილი, როგორც “კრისტოფერ ნოლანის ფილმი, სადაც ისტორია უკუღმაა მოთხრობილი”
თუ შენ გაიჭედე რაღაც მონაკვეთში და ყველაფრისთვის სხვა თვალით შეხედვა გსურს, სცადე არათანმიმდევრულად წერო.
არ დაიწყო შენი პოსტი შესავლით. დაიწყე შუიდან, ან სულაც დასასრულიდან. დაიწყე ბოლო ქვესათაურით, ან თუნდაც მეშვიდეთი…
4. თავიდან აირიდე არასაჭირო სიტყვები
ბევრი მწერალი აუფასურებს საკუთარ ნაწერს ცარიელი სიტყვებით, რომლებიც არსობრივად არაფერს შეიცავენ.
მონიშნეთ აღნიშნული სიტყვები და ამოშალეთ საკუთარი ნაწერიდან.
5. წერე რიტმით
ზედიზედ გამოყენებული, ზედმეტად ბევრი მოკლე წინადადება, მკითხველთათვის მოსაწყენია,ზედმეტად ბევრი გრძელი წინადადება კი, გადამლაშებული. ასე რომ, მოახდინე მათი ერთმანეთში კომბინირება
მიეცი შენი სიტყვების რიტმს საშუალება, თავად განსაზღვროს თუ როდის იწყება ახალი პარაგრაფი და შენ მიიღებ იდეალურ ბალანსს მოკლე და გრძელ პარაგრაფებს შორის.
6. იყავი მხიარული
ზოგი მწერალი ასეთი არაა, თუმცა…
შენი კონტენტი არ შეიძლება უბრალოდ სწავლისკენ იყოს მიმართული - მას ასევე უნდა გააჩნდეს გართობის ელემენტებიც.
თუ შენ ვერ მოახერხებ გაამხიარულო შენი აუდიტორია, როდესაც ინფორმაციას მიაწვდი, ისინი მონახავენ ისეთ ვინმეს, ვინც ამას შეძლებს.
7. იქონიე წიგნაკი, შენი წერის პროცესთან დაკავშირებული დაკვირვებებისათვის
მოინიშნე შენი წერის სესიების დეტალები წიგნაკში. რამდენიმე კვირის შემდეგ დააკვირდი მას.
როდის წერ უფრო ეფექტურად, დილით? საღამოს? შუადღისით? პირველი თუ მეოთხე ფინჯანი ყავის შემდეგ?
8. გამოიწვიე შენი თავი რომ წერო უცნაურ ადგილებში
კომფორტული სამუშაო სივრცის ქონა (განსაკუთრებით თუ სახლიდან მუშაობ) მნიშვნელოვანია.
თუმცა, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ადგილებიდან წერას შეუძლია შენში კრეატიულობის ნაპერწკალი გააღვივოს.
9. წერე სუპერმენით (ან იმ ტიპივით, რომელიც შემჩნეული გყავს სწრაფად წერაში)
არ აქვს მნიშვნელობა წერ ბლოგს, ქოფის, მოკლე ისტორიას თუ მუშაობ ესსეზე შენი ქართულის გაკვეთილისთვის, უმეტეს შემთხვევაში, შენ შეზღუდული ხარ დროში, რომელიც წერისთვის გაქვს განსაზღვრული
ამიტომაც, თუ გსურს, რომ საკმარისი დრო გქონდეს წერისათვის, შენ გაქვს მხოლოდ 3 ვარიანტი:
გამოემშვიდობო შენს ოჯახს და ჩაიკეტო ოთახში
გამოიგონო დროის მანქანა
ისწავლო სწრაფად წერა
შენს მეუღლეს და ბავშვებს არ მოეწონებათ პირველი ვარიანტი, მეორე კი პლუტონიუმს მოითხოვს. მაგრამ მესამე ვარიანტი? ეს უკვე შესაძლებელია.
10. გახსენი დოკუმენტი
ხშირად, დაწყება წერის ყველაზე რთული ნაწილია. ასე რომ, დაიწყე მცირედით. უბრალოდ გახსენი შესაბამისი დოკუმენტი. შემდეგ დაწერე პირველი წინადადება. აქედან აიღებს სვლას შენი მამოძრავებელი ძალა.
თუ გსურს კრეატიული წერის პრინციპებს პრაქტიკაში გაეცნო, გაიგე მეტი აქ.