9 გიჟური სამეცნიერო ფაქტი, რასაც სკოლაში არ გასწავლიან
დნმ-ის რეპლიკაცია, ფარდობითობის თეორია, პერიოდულობის სისტემა - ამაზე სკოლაში ბევრს გვესაუბრებიან. მეცნიერული ცოდნა, რომელსაც იქ ვიღებთ, საფუძველია ყველა იმ საქმისა, რასაც მომავალში გავაკეთებთ, თუმცა მეცნიერება სკოლაში არ სრულდება. სამყარო გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ეს ჩვენი მერხებიდან ჩანს.
მაშ, ასე - 9 ფაქტი, რასაც მასწავლებლები „გვიმალავენ“:
თქვენი სხეულის, დაახლოებით, ნახევარი ბაქტერიაა
2014 წლის კვლევის თანახმად, ადამიანის სხეული 39 ტრილიონი ბაქტერიისა და 30 ტრილიონი ადამიანის უჯრედისგან შედგება. წარსულში მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ უფრო მეტად ბაქტერიები ვიყავით, ვიდრე ადამიანები, თანაფარდობით 10:1. ეს ახალი გაანგარიშება კი რეალობასთან უფრო ახლოს არის.
ჟანგბადს აქვს ფერი
აირად მდგომარეობაში, ჟანგბადი უსუნო და უფეროა. თხევადი და მყარი ფორმებით იგი ღია ცისფერია.
ბანანი რადიოაქტიურია
ბანანი კალიუმს შეიცავს და რადგან კალიუმი იშლება, ეს ამ ხილს ოდნავ რადიოაქტიურს ხდის, მაგრამ ეს სანერვიულო არაა, თუ ერთდროულად 100000000 ბანანის შეჭმას არ აპირებთ. მმ შემთხვევაში კი რადიაციული მოწამვლით გარდაიცვლებით.
დედამიწაზე იმაზე მეტი ხეა, ვიდრე გალაქტიკაში - პლანეტა
NASA–ს ექსპერტების აზრით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში შეიძლება 100-400 მილიარდი ვარსკვლავი არსებობდეს. ამასთან, 2015 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში ხეების რაოდენობა გაცილებით მეტია და ის დაახლოებით, 3.04 ტრილიონის ტოლია.
პერიოდულობის სისტემაში მხოლოდ ერთი ასო არ გვხვდება
ეს არის J. გადაამოწმე.
ცხელი წყალი უფრო სწრაფად იყინება, ვიდრე ცივი წყალი
ამის მიზეზი წყლის ნაწილაკების სიჩქარეა.
ბიოლოგიურად, ადამიანი სოკოებთანაა დაკავშირებული
2015 წლის კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, კაცობრიობა მცენარეების გენებით განვითარდა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ადამიანის გენომის დაახლოებით, 1 %-ის წარმომავლობა მცენარეებში უნდა ვეძებოთ.
ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ გამოიყურება სამყაროს უმეტესი ნაწილი
სამყაროს დაახლოებით, 96% ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიისგან შედგება, მათი უმრავლესობა შეუსწავლელია.
კატები ყოველთვის ფეხებით ხტებიან - მადლობა ფიზიკას!
სწრაფი როტაციისთვის კატები სხეულის ორ ნაწილს იყენებენ.