მთავარიბლოგირა წვლილი აქვს HR-ს კომპანიის განვითარებაში და როგორ ამოვიცნოთ არაკვალიფიციური თანამშრომელი

რა წვლილი აქვს HR-ს კომპანიის განვითარებაში და როგორ ამოვიცნოთ არაკვალიფიციური თანამშრომელი

თქვენი ხალხი თქვენი ყველაზე დიდი რესურსია - ბევრ დამსაქმებელს ეს ავიწყდება. თანამშრომლებთან სამართლიანობის გამოჩენითა და დაქირავებულების ენთუზიაზმის გაღვივებაზე ზრუნვით მათი პროდუქტიულობა გაიზრდება, რაც თქვენი ბიზნესის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციაა. რეალურად, ეს ადამიანური რესურსების სამსახურის მოვალეობაა. 

უფრო ზუსტად - რა არის HR?

HR-ის მოვალეობებში შედის თანამშრომლებისთვის ხელფასების განაწილება, დაქირავებულებთან ხელშეკრულებების გაფორმება და მსგავსი ორგანიზაციული საკითხები, თუმცა მთავარი წვლილი, რაც HR-ს კომპანიის განვითარებაში შეაქვს ადმინისტრაციულ საკითხებს სცდება - ადამიანური რესურსების სამსახურის მისია ბიზნეს კულტურის შექმნაა, რასაც შედეგად თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდა მოაქვს. HR-ის მთავარი ამოცანა კომპანიის თანამშრომლებზე ზრუნვაა - მათი მოტივაციის გაზრდა, გუნდურობის შექმნა, პროფესიული თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული ტრენინგების ორგანიზება და ა.შ.

მცირე და საშუალო მეწარმეები HR-ების არსებობასა და საჭიროებას  უგულებელყოფენ. მის ფუნქციას თავად ითავსებენ და სჯერათ, რომ „ამას თავადაც შეძლებენ“. ავიწყდებათ, რომ HR  არაა მხოლოდ თავაზიანი ადამიანი ხელში საბუთებითა და სახეზე ღიმილით. ამ საქმეს სპეციფიკური უნარ-ჩვევები და ცოდნა სჭირდება. 

თუ HR არაკვალიფიციურია, მის საქმიანობას უკუეფექტი შეიძლება ჰქონდეს. აქ გაგიზიარებთ რამდენიმე ნიშანს იმისას, რომ თქვენს HR-ს მეტის სწავლა სჭირდება:

1. თანამშრომლები ვერ გრძნობენ მის მხარდაჭერას

HR-ის მოვალეობაა წაახალისოს თანამშრომლები, იზრუნოს მათ განვითარებაზე და მისცეს საშუალება გამოავლინონ უნარები.

2. უსიამოვნება იურისტებთან 

შრომის კოდექსი მუდმივად ცვლილებებს განიცდის. თუ თქვენი HR მას არ ეცნობა, შესაძლოა, ხელშეკრულებაში შეცდომები დაუშვას, რაც კომპანიას ძვირად დაუჯდება.

3. გასაუბრებისთვის შეუფერებელ კანდიდატებს გიგზავნით

HR-ის ერთ-ერთი მოვალეობა გასაუბრებების დაგეგმვაა. თუ ის თავისი საქმის პროფესიონალი არაა, სავარაუდოდ, წარმოდგენა არ ექნება, როგორ შეარჩიოს კანდიდატები.

4. გრძნობთ ცარიელ მზერას, როცა თქვენს ბიზნესზე საუბრობთ 

გასაუბრების წარმართვის წესები, EEOC მოთხოვნები და სათანადო ინტერვიუების ცოდნა - ეს იმ საკითხთა მინიმუმია, რისი თეორიული ცოდნაც უნდა ჰქონდეს. ამას გარდა კი, კარგად უნდა იცნობდეს იმ სფეროს, სადაც მუშაობს. 

5. თუ ყოველთვის გეთანხმებათ…

თქვენ შესაძლოა, გულწრფელად გჯერათ - რადგან უფროსი ხართ, ყველაფერი უკეთ იცით. სინამდვილეში კი, ადამიანი, რომელიც ყველაფერზე გეთანხმებათ, ამას თქვენი ეგოს მაამებლად აკეთებს. როცა საქმე HR მენეჯმენტს ეხება, ხშირად ბიზნესმენები ყველაფერს „არამენეჯერულად“ უყურებენ. 

6. კრიზისის დროს იმალება

თანამშრომლებს განსაკუთრებული ყურადღება მაშინ სჭირდებათ, როცა კომპანია განსაცდელშია. თუ ის პროფესიონალების შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს და მათ დამშვიდებას არ ცდილობს, შესაძლოა მან უბრალოდ არ იცის, რომ ეს მისი მოვალეობაა.

თუ ამ შეცდომებში საკუთარი HR ამოიცანით, დროა პრობლემების მოგვარებაში თავადვე დაეხმაროთ. სმარტ აკადემიაში ადამიანური რესურსების მართვის კურსზე მიღება იწყება.

კურსის განმავლობაში HR ისწავლის:

  • ადამიანური რესურსების მოზიდვის, განვითარების და მართვის მიდგომებს და ტექნიკა/ტექნოლოგიებს;
  • ადამიანური რესურსების (პერსონალის) საქმიანობის შეფასების მეთოდებს;
  • შრომითი ურთიერთობების და საკუთარი პროფესიული განვითარების ეფექტურად წარმართვას;
  • სამუშაო გარემოში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას თეორიული საკითხების შესწავლისა და პრაქტიკული ქეისების გამოყენებით; 
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ძირითადი ფუნქციების გაანალიზებას.

მზად ხართ თანამშრომლების გადასამზადებლად? გადადით ბმულზე აქ:



სხვა სტატიები >>