მთავარიბლოგი"ციფრული პროდუქტების ტესტირება ამოუწურავი სფეროა" - ნუცა შავდათუაშვილის წარმატების ისტორია

"ციფრული პროდუქტების ტესტირება ამოუწურავი სფეროა" - ნუცა შავდათუაშვილის წარმატების ისტორია

ნუცა შავდათუაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: 

“ჩემი მიზანი ტესტირების პროცესის საფუძვლიანი შესწავლა და ამ სფეროში სათანადო ცოდნის მიღება იყო”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე ტესტირების პროცესთან დაკავშირებული, ჩემთვის იქამდე უცნობი დეტალები. ამასთან, გავიღრმავე უკვე არსებული ცნობა. კურსის მიმდინარეობისას განვივითარე დეტალებზე ორიენტირების უნარი და გავხდი ორგანიზებული, რაც ყოველდღიურად მეხმარება ჩემი პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევაში. 

ლექტორის შესახებ 

ლელა გაბელაია თავისი საქმის პროფესიონალია. ის ყოველთვის ცდილობს ლექციაზე თავისი მაქსიმუმის გაკეთებას. თითოეულ სტუდენტს უთმობს ძალიან დიდ დროს და ცდილობს მათ დახმარებას ინდივიდუალურად, რათა სტუდენტმა შეძლოს საკითხის მარტივად გაგება. მადლობელი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მესწავლა ასეთ კარგ ლექტორთან. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ დავსაქმდი შესანიშნავ კომპანია Georgia Tech-ში. აღნიშნული კომპანია მაძლევს საშუალებას, მქონდეს ურთიერთობა ამ სფეროში უკვე გამოცდილ პროფესიონალებთან, რაც მაძლევს განვითარებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების დიდ სტიმულს. 

პროფესია - ციფრული პროდუქტების ტესტერი

ციფრული პროდუქტების ტესტირება ამოუწურავი სფეროა, სადაც ყოველთვის არის განვითარების პერსპექტივა და საჭირო მოტივაციის შემთხვევაში, ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. პირადად ჩემთვის, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სფეროა, რადგან ყოველთვის მივისწრაფვი პირადი განვითარებისაკენ. 

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემია, დროის მოკლე მონაკვეთში, დიდი მოცულობის ცოდნის შეძენას გვთავაზობს. ჰყავს კვალიფიციური ლექტორები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად. სმარტ აკადემიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში, რადგან მისი მეშვეობით მივიღე საჭირო ცოდნა, რაც დამეხმარა, ვყოფილიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და თამამად  მეცადა ბედი ამ სფეროში. 

გაიგე მეტი ციფრული პროდუქტების ტესტირების შესახებ.

სხვა სტატიები >>