15 მარტივი რჩევა, რომელიც ყველა დამწყებ დიზაინერს გამოადგება
ნებისმიერი მიმართულებით საქმიანობის დაწყებისას, მნიშვნელოვანია იმ რჩევების გათვალისწინება, რომელსაც ამ სფეროში გამოცდილები გიზიარებენ. თუ შენ დამწყები დიზაინერი ხარ, ბლოგში მოცემული 15 რჩევა დაგეხმარება, მარტივად ადაპტირდე პროფესიასთან.
1. დააფასე საკუთარი პროფესია
დიზაინი წარმოუდგენლად ძვირფასი სერვისია ბიზნესებისათვის. ის, რასაც შენ აკეთებ, ნამდვილად მნიშვნელოვანია.
2. კონცენტრირდი ერთ საქმეზე
კრეატიულ ხალხს აქვს მიდრეკილება, აკეთოს ერთდროულად რამდენიმე პროექტი. წარმატებას ძირითადად ისინი აღწევენ, რომელთაც შეუძლიათ ბოლომდე კონცენტრირდნენ იმ ერთ დიდ საქმეზე, რომელზეც მუშაობენ.
3. შეისწავლე კლიენტის საჭიროებები
მოახდინე შენი კლიენტების პრობლემების იდენტიფიცირება. იფიქრე, როგორ შეგიძლია მათი მოგვარება შენი დიზაინერული ნამუშევრით.
4. ყოველთვის ეცადე შენი მაქსიმუმის გაკეთებას
არ აქვს მნიშვნელობა რა პროექტზე მუშაობ, ყოველთვის სცადე შექმნა საუკეთესო დიზაინი. აიღე ის პროექტები, რომლებიც შენთვის გამოწვევაა. თუ თვლი, რომ ვერ დაუთმობ პროექტს საკმარისი დროს, უარი თქვი მასზე.
5. ნაკლები დაპირება და მეტი შედეგი
არასდროს დაჰპირდე კლიენტს ისეთ რამეს, რის შესრულებაშიც ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული. გააოცე შენი კლიენტი რაიმე პოზიტიურით, მაგალითად პროექტის დედლაინამდე რამდენიმე დღით ადრე მიწოდებით.
6. მოერიდე კონტრაქტის გარეშე მუშაობას
კონტრაქტი გიცავთ შენ და შენს კლიენტს. ყოველთვის შეეცადე კონტრაქტის გარეშე მუშაობას თავი აარიდო.
7. დაიწყე ბლოგის წერა და გააზიარე შენი გამოცდილება
შენი ბლოგი შესაძლოა გახდეს შენი სერვისის საუკეთესო რეკლამა.
8. იქონიე კავშირი სხვა დიზაინერებთან
დაესწარი კონფერენციებს და შეუერთდი ონლაინ დისკუსიის ჯგუფებს, რათა გქონდეს კავშირი სხვა დიზაინერებთან. მათთან ურთიერთობისას ბევრ ახალ რამეს ისწავლი.
9. გქონდეს სამუშაო ეთიკა
იმუშავე ბეჯითად და იყავი დისციპლინირებული. არასდროს გატეხო სიტყვა და დროულად მიაწოდე კლიენტს შენი ნამუშევარი.
10. შეწყვიტე საკუთარი თავის შედარება სხვა დიზაინერებთან
ყოველთვის იქნება ვიღაც შენზე უკეთესი. შეწყვიტე შენი უნარების შედარება სხვა დიზაინერებთან. უბრალოდ კონცენტრირდი, აკეთე შენი საქმე და მალე აღმოაჩენ, რომ ხალხს მოსწონს ის, რასაც აკეთებ.
11. ნუ შეუშინდები გამოწვევებს
არ მოერიდო ექსპერიმენტებს. სცადე, მინიმუმ ერთი ახალი დეტალის დამატება ყოველ პროექტზე მუშაობისას.
12. ისწავლე მარკეტინგის შესახებ
შენ შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერი იყო, თუმცა ხალხმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს. კარგი მარკეტინგული სტრატეგია დაგეხმარება კლიენტების მოზიდვაში.
13. იმუშავე თვითშეფასებაზე
შენ იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე გგონია. გსმენია დანინგ-კრუგერის ეფექტის შესახებ? კარგი უნარების მქონდე ადამიანები ხშირად ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.
14. იყავი თავაზიანი
ადამიანებს სიამოვნებთ იმ ხალხთან საქმის დაჭერა, რომლებიც მოსწონთ. იყავი პასუხისმგებლიანი და მომთმენი შენს კლიენტთან ურთიერთობისას.
15. დააგროვე გამოცდილება
შენი გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ტალანტი. მალკოლმ გლედველი თავის წიგნში "Outliers: The Story of Success" ამბობს, რომ 10 000 საათიანი პრაქტიკაა საჭირო იმისათვის, რათა შენი საქმის პროფესიონალად ჩაითვალო.
თუ დაინტერესებული ხარ გრაფიკული დიზაინით, კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.