უბრალო სიტყვების ძალად ქცევა - მარიამ ხარაიშვილის წარმატების ისტორია
მარიამ ხარაიშვილმა სმარტ აკადემიაში კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო მიმეღო პროფესიონალური განათლება მუდმივად მზარდ და სიცოცხლისუნარიან სფეროში. მსურდა, მიმეგნო რაიმე ისეთისათვის, რაც მოერგებოდა ჩემს გემოვნებასა და ინტერესებს.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე, რომ თავდაუზოგავი ძალისხმევისა და შრომის შედეგად, სასურველ შედეგამდე მისვლა, ნამდვილად შესაძლებელია. კურსის დასრულების შემდეგ, ჩემდა უნებურად შევიძინე დეტალების მიმართ დაკვირვების უნარი და ახლებური ხედვა საგნების მიმართ. დავიწყე კითხვების დასმა, მათი დაკავშირება, ფიქრი ისეთ თემებზე, რომელიც ერთ ადამიანს ასობით ადამიანთან აერთიანებს.
ლექტორის შესახებ
თათია დოლიძე ყველაზე კომფორტული ადამიანია და ამას ლექციის პირველი დღიდანვე გაგრძნობინებს. არანაირი უხერხულობა ან შიში. აქვს არაჩვეულებრივი იუმორი, გემოვნება და რა თქმა უნდა, კვალიფიკაცია საკუთარ სფეროში. ცდილობს ყველასთან იყოს უშუალო, მეგობრული და სამართლიანი.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ შევიძინე ცოდნა, ჩემს თავში აღმოვაჩინე უცხო ძალა და ინტერესები. ლექტორის რეკომენდაციით, სტაჟირება დავიწყე FCB Art Group Tbilisi-ში, სადაც დაგროვილ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებ.
პროფესია - ქოფირაითერი
ამ პროფესიაში მომწონს ის, რომ მეტწილად გულწრფელია, მზრუნველი და დადებითი თავისი არსით/ტონით. აღნიშნული სფერო, პირველ რიგში იმიტომ მაინტერესებს, რომ შემიძლია გამოვხატო ინდივიდუალიზმი, შევიტანო საკუთარი შტრიხები და ვაქციო უბრალოდ სიტყვები - ძალად.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია არის საოცრად პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი და პოზიტიური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, სადაც ცდილობენ, თითოეულ სტუდენტს დაეხმარონ გზის გაკვალვაში. ორ თვიანი კურსის გავლის შემდეგ, აკადემია აქტიურად მაწვდის შესაბამისი სფეროს ირგვლივ არსებულ ინფორმაციებს. გარდა ამისა, ერთ-ერთ ყველაზე კარგ კომპანიაში დავიწყე სტაჟირება, რაც დამერწმუნეთ, მისწრებაა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება სურს.
დარეგისტრირდი კურსზე აქ