მთავარიბლოგი"10 წლიანი სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩემი თავი და მიმართულება ვიპოვე" - ჯუბო სუხიაშვილის წარმატების ისტორია

"10 წლიანი სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩემი თავი და მიმართულება ვიპოვე" - ჯუბო სუხიაშვილის წარმატების ისტორია

ჯუბო სუხიაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო მიმეღო ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით და დამემკვიდრებინა თავი ამ სფეროში, რაშიც ძალიან დამეხმარა სმარტ აკადემია და უშუალოდ ლელა.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში გავიგე რა არის ტესტირება და რას ნიშნავს იყო ტესტერი. შევიძინე საბაზისო ცოდნა ტესტირების მეთოდების და მიდგომების შესახებ.

ლექტორის შესახებ 

ლელა გაბელაია არის ძალიან კარგი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი და კვალიფიციური ლექტორი. 

კურსის დასრულების შემდეგ

სწავლის დასრულების შემდეგ, მოვხვდი იმ სფეროში, სადაც ჩემი გამოცდილება მხოლოდ ეს კურსი იყო. გავხდი იმ მნიშვნელოვანი პროცესების ნაწილი, რაც ციფრული პროდუქტების შექმნას და მის განვითარებას სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ 10 წლიანი სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩემი თავი და მიმართულება ვიპოვე. ამჟამად ვმუშაობ Liberty Bank-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

პროფესია - ციფრული პროდუქტების ტესტერი 

აღნიშნული პროფესია საშუალებას გაძლევს ციფრული პროდუქტების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მომწონს ამ პროცესში ჩართულობა.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემია გახდა ჩემი კარიერული კიბის პირველი ნაბიჯი IT მიმართულებით. მომცა ის გამოცდილება და ცოდნა, რაც დამეხმარა მარტივად დამეწყო მუშაობა ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით

გაიგე მეტი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე

სხვა სტატიები >>