მთავარიბლოგი,,შეუძლებელი მართლა არაფერია, როცა რაღაც ნამდვილად გინდა'' - მარიამ ხარაიშვილი ფინალური პროექტის შესახებ გვიყვება

,,შეუძლებელი მართლა არაფერია, როცა რაღაც ნამდვილად გინდა'' - მარიამ ხარაიშვილი ფინალური პროექტის შესახებ გვიყვება

მარიამ ხარაიშვილმა სმარტ აკადემიაში გაიარა კურსი - კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი. ის ახლა თავისი ფინალური პროექტის შესახებ გვიყვება, რომლის შესასრულებლადაც კურსზე მიღებული ცოდნა მთლიანად გამოიყენა. 

კურსის შესახებ

კრეატიული კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსი ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო. გადავწყვიტე, შევჭიდებოდი საქმეს, რომელიც არც კი ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გამომსვლოდა. კურსის შედეგად განვივითარე კრეატიული აზროვნების უნარი, შევიძინე საჭირო ცოდნა, გავხდი დეტალებზე ორიენტირებული, ვისწავლე ყოველდღიური საქმეების სწორად გადანაწილება და მივიღე მთავარი - ცოდნა იმის, რომ შეუძლებელი მართლა არაფერია, როცა რაღაც ნამდვილად გინდა.

საბოლოო პროექტი 

ფინალური დავალება გახლდათ პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა პუნქტებს: დებრიფი, ავატარი, სტრატეგია, კონტენტი, ქოფის კატალოგი, მუდბორდი და საბოლოო შედეგის შეჯამება. ყოველივე ჩამოთვლილს კი სხვადასხვა განშლა ემატებოდა.

ყველაზე საინტერესო ნაწილი

ყველაზე საინტერესო ნაწილი, პირადად ჩემთვის, ქოფის კატალოგის შექმნა იყო, სადაც კომპანიას სულს ჰბერავ და განსაზღვრავ, თუ როგორი ტონი, ხმა აქვს მას. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ბრენდის ხმა განსაზღვრავს მომხმარებლის დამოკიდებულებას.

მიღებული ცოდნა

კურსზე მიღებული ცოდნა მთლიანად დამჭირდა ფინალური დავალების შესრულებისას, რადგან რთულია გამოტოვო რაიმე კომპონენტი, ერთის არქონაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთლიან მოცემულობაზე.

ფინალური შედეგი

საბოლოოდ შემიძლია ვთქვა რომ შრომა, რომელიც ფინალურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ჩავდე აისახა არამარტო უშუალოდ იმ კონკრეტულ მოცემულობაზე, არამედ ზოგადად ცხოვრებაში დამეხმარა გამეგო შრომის ფასი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს როდესაც მაქსიმალურ ენერგიას დებ საქმეში.

თათია დოლიძის კურსი იწყება 18 ნოემბერს, გაიარე რეგისტრაცია აქ

სხვა სტატიები >>