მთავარიბლოგირა ვისწავლე HR მენეჯმენტის კურსზე - ანა პეტრიაშვილის შთაბეჭდილება

რა ვისწავლე HR მენეჯმენტის კურსზე - ანა პეტრიაშვილის შთაბეჭდილება

ანა პეტრიაშვილმა სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო პირველი ნაბიჯები გადამედგა HR მენეჯმენტის მიმართულებით და კარიერა აღნიშნულ სფეროში გამეგრძელებინა. მიმეღო ის თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, რაც საბაზისოდ ყველაზე მნიშვნელოვანია”.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე, როგორი უნდა იყოს კომპანიაში ორგანიზაციული კულტურა, რომელი შეფასების სისტემაა მეტად ხელსაყრელი და რაც მთავარია, რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს HR-ს იმისათვის, რომ იყოს წარმატებული.

კურსის დასრულების შემდეგ 

კურსის დასრულების შემდეგ გავხდი მეტად პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული. მიზნის მისაღწევად, ვცდილობ შემხვედრ გამოწვევებს გავუმკლავდე, ყველა საჭირო რესურსს გავუკეთო ოპტიმიზაცია და აუცილებლად გამოვიყენო ახალი შესაძლებლობები. 

ლექტორის შესახებ 

სალომე ზირაქაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის, მისი ცოდნა გაგიზიაროს.

პროფესია - HR მენეჯერი

ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის მოტივაციის წყაროა. ვფიქრობ, ეს პროფესია მომცემს საშუალებას გავზარდო სხვა ადამიანების მოტივაციაც და ხელი შევუწყო მათი უნარების განვითარებას. 

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება, დამეწყო ჩემი კარიერის შენება და გამეანალიზებინა, რა არის მთავარი, როდესაც პროფესიის არჩევისას, ფიქრს იწყებ. სმარტ აკადემიამ გამაოცა ჩართულობით და ორგანიზებულობით. ამ გუნდის თითოეულ წევრი მზად არის დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, ნებისმიერ დროს. 

HR მენეჯმენტის კურსზე რეგისტრაცია სრულდება 10 ნოემბერს. შემოგვიერთდი ახალ ნაკადში 

სხვა სტატიები >>