როგორ გავხდე მაღალანაზღაურებადი ქოფირაითერი? 5 რჩევა დამწყებთათვის
დღესდღეობით, ქოფირაითერობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა.
კომპანიები აქტიურად ასაქმებენ ქოფირაითერებს.
ძირითად შემთხვევებში, ქოფირაითერები გამოიმუშავებენ მინიმუმ ოთხნიშნა ხელფასს.
ქოფირაითერების უმრავლესობა, მუშაობს დისტანციურად.
ქოფირაითერებს არ ესაჭიროებათ რაიმე სახის ფორმალური განათლება.
რა არის ქოფირაითინგი?
ტექსტი, რომლის მიზანიც გაყიდვების ზრდაა, ქოფირაითინგია. თავის მხრივ, თავად ქოფირაითინგმა, შეიძლება მრავალ ფორმაში პოვოს ასახვა:
რეკლამირება
ვებგვერდი
მეილი
ბლოგი
ბროშურა
პრეზენტაცია
ვიდეოს სცენარი
სათაური
პროდუქტის აღწერილობა
და ასე შემდეგ...
თუ გსურს ქოფირაითერად მუშაობა, შენ გაქვს სამი ძირითადი არჩევანი:
- იმუშაო ქოფირაითერების კრეატიული სააგენტოს გუნდში
- იმუშაო ქოფირაითერად კომპანიის მარკეტინგის გუნდში
- იმუშაო ფრილანსერ ქოფირაითერად
საქართველოში, ქოფირაითერის საშუალო ხელფასი, 1 500 ლარია. პირველ ორ შემთხვევაში, ხელფასების რეინჯი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. რაც შეეხება ფრილანსერ ქოფირაითერებს, მათგან, მინიმუმ 20%-ის ანაზღაურება, საგრძნობლად აღემატება დანარჩენი 2-ის მაქსიმალურ ხელფასს.
როგორ უნდა გახდე მაღალანაზღაურებადი ქოფირაითერი?
1. განავითარე შენი წერითი უნარები
როგორც კი რაიმე ახალ უნარს აითვისებ, გამოცადე ის პრაქტიკაში. რაც უფრო მეტს დაწერ, მით უკეთესი გახდები აღნიშნულ საქმეში. წერასთან დაკავშირებული, გარკვეული გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქოფირაითინგის სფეროში, მაღალანაზღაურებადი სამსახურის მისაღებად.
2. გაწევრიანდი თემატურ ჯგუფებში
თემატურ ჯგუფებში გაწევრიანება არამხოლოდ კლიენტების საძიებლადაა კარგი, არამედ ინდუსტრიის შესასწავლად და სხვა ქოფირაითერებთან ინტერაქციისათვისაც. თემატურ ჯგუფებში გაწევრიანება, ასევე დაგეხმარება მარტივად გაიგო ტრენდების შესახებ და სხვა ქოფირაითერების გამოცდილებაზე. ქოფირაითერების ჯგუფს შეგიძლია შემოუერთდე აქ.
3. გამოიკვლიე სამუშაო საკითხი
ბუნებრივია, შენ ვერ გექნება ამომწურავი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მოგიწევს წერა. შეგეძლოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი წერის ნიჭი. თუ შენ ამ ორივე უნარს გააერთიანებ, უსათუოა, სამუშაოსაც ბევრად სრულყოფილად შეასრულებ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება შენს ანაზღაურებაზეც.
4. შექმენი პორტფოლიო
ქოფირაითერის პორტფოლიო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმისთვის, რომ კლიენტს საკუთარი თავი გააცნო. მოაგროვე გამორჩეული ნამუშევრები და თავი მოუყარე მათ.
5. მოძებნე კლიენტები შესაბამის პლატფორმაზე
გაქვს წერის ნიჭი? აკმაყოფილებ ზემოხსენებულ პუნქტებს? ეს შესაძლოა მაინც არ აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ მაღალანაზღაურებადი ქოფირაითერად იქცე. შენ ასევე უნდა შეძლო საკუთარი თავის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა. ამისათვის, არსებობს შესაბამისი პლატფორმები, მაგალითად:
LinkedIn
FIVERR
Freelancer
თუ გსურს სიღრმისეულად ისწავლო ეს მიმართულება და მოკლე დროში დასაქმდე, შემოგვიერთდი 7 მარტიდან კურსზე - კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი