მთავარიბლოგირატომ არის პროდუქტის მარკეტინგი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი?

რატომ არის პროდუქტის მარკეტინგი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი?

პროდუქტის მარკეტინგი ქმნის ინსტრუმენტებს, რომელიც აუცილებელია პროდუქტის სრული არსის გასაგებად. ეს ეხება როგორც მასზე მომუშავე პირებს, ასევე მომხმარებლებსაც. მისი საშუალებით ყალიბდება სტრატეგიული გეგმა, რომლის მიზანიც პროდუქტზე მოთხოვნის ზრდაა. 

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია პროდუქტი თუ იგი ვერ იქცევს შესაბამისი აუდიტორიის ყურადღებას. სწორედ ამ დროს არის საჭირო პროდუქტის მარკეტინგი. იგი განსაზღვრავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა:

  • პროდუქტის პოზიციონირება 

  • პროდუქტის ღირებულება

  • პროდუქტის მთავარი შეტყობინება. 

პროდუქტის მარკეტინგის ძირითადი დანიშნულება, ცალკეული პროდუქტების ფუნქციებისა და თავისებურებების მარტივად გასაგებ ენაზე ფორმულირებაა. თუმცა, მისი როლი არ იწურება მხოლოდ ბაზარზე გატანით, იგი საჭიროა სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რათა პროდუქტმა სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწიოს. 

პროდუქტის მარკეტინგი პასუხობს შემდეგ კითხვებს:

  • რა არის პროდუქტი?

  • რატომ სჭირდებათ ის მომხმარებლებს?

  • რით არის ახალი პროდუქტი არსებულებზე უკეთესი?

  • რა არის საჭირო მის შესაძენად?

  • რა არის მთავარი გზავნილი, რომელსაც თქვენს არხებზე გააზიარებთ?

  • როგორ შეძლებს კომპანია პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდას?

შიდა მარკეტინგის, გაყიდვების და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდები, პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერებისგან იღებენ. 

პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია

  • პროდუქტის სწორად პოზიციონირება

  • პროდუქტის ბაზარზე გატანის პროცესის მართვა

  • პროდუქტის გაშვებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება

  • კვლევის ჩატარება (მაგ.მომხმარებელი, კონკურენტები, ბაზარი)

  • გაყიდვების ხელისშემწყობი ინსტრუმენტების შემუშავება

  • კონტენტის შექმნა

  • პროდუქტის მუშაობის ანალიზი

  • სწორი კომუნიკაცია ყველა სტრატეგიულ რგოლთან 

პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერებს ესმით პროდუქტი, მომხმარებლის გამოწვევები, ინდუსტრიის უახლესი ამბები და არიან მთავარი ექსპერტები მარკეტინგული სტრატეგიებისა თუ ინსტრუმენტების შემუშავებისას. სწორედ ისინი წარმოადგენენ კომპანიის სხვადასხვა გუნდის მთავარ დამაკავშირებელ რგოლს, პროდუქტის იდეის დაბადებიდან, მისი სასიცოცხლო ციკლის დასრულებამდე, ყველა ეტაპის განმავლობაში.

მოთხოვნადია თუ არა პროდუქტის მარკეტინგი საქართველოში?

ამ კითხვაზე პასუხისთვის, მოვიშველიებთ ამონარიდს ნანიკო გულისაშვილის ინტერვიუდან. ის Adjarabet.com-ის კაზინოს პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერია და სმარტ აკადემიაში პროდუქტის მარკეტინგის კურსს კითხულობს.

,,ბოლო პერიოდში, საქართველოში უკვე ვხვდებით ამ კადრით დაინტერესებულ კომპანიებს. ზოგადად პროდუქტის მენეჯმენტის მიმართულება ძალიან მოთხოვნადი გახდა. უკვე ყველამ ვიცით, რომ პროდუქტი ის უნიკალური ღირებულებაა, რაც კომპანიებს ერთმანეთისგან გამოარჩევს.
საქართველოში, დამწყები PMM პოზიციაზე თვიური ანაზღაურება 1500₾-დან ზემოთ განიხილება. გააჩნია კომპანიას, მის სტრუქტურას, პროდუქტს და კიდევ ბევრ სხვა დეტალს. ეს მიმართულება საქართველოში ახალია და ვფიქრობ, იმსახურებს ცნობადობასა და დაფასებას, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კატეგორია ორგანიზაციის სტრუქტურაში.''

შემოგვიერთდი პროდუქტის მარკეტინგის კურსზე.

სხვა სტატიები >>