მთავარიბლოგისერტიფიკატი, რომელიც ყველა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის ენას აერთიანებს

სერტიფიკატი, რომელიც ყველა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის ენას აერთიანებს

2002 წელს დაარსდა ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც იყო პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებს პროფესიულ განვითარებაში დახმარებოდა. ეს მისია დღემდე უცვლელია. 

საუბარი გვაქვს ISTQB-ზე, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: International Software Testing Qualifications Board. დღეის მონაცემებით, ორგანიზაციას ჩატარებული აქვს 1,065,000-ზე მეტი სასერტიფიკატო გამოცდა და გაცემული აქვს 774,00 სერტიფიკატი. 

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებს ხშირად უჩნდებათ კითხვა - ღირს თუ არა ISTQB-ის საერთაშორისო სერტიფიკატის აღება? რა უპირატესობა აქვს მას ტესტერის კარიერისთვის? დღეს სწორედ ამ საკითხს მიმოვიხილავთ.

რატომ სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს ISTQB-ის სერტიფიკატი?

ამ საკითხში ყველაზე ღირებული ნაწილი ისაა, რომ სერტიფიკატი ყველა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს საერთო ენაზე საუბრის საშუალებას აძლევს. გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხდება და მას უპირატესობა ენიჭება ნებისმიერ ორგანიზაციაში დასასაქმებლად. 

კიდევ რა უპირატესობები აქვს ISTQB-ის სერტიფიკატს?

  • ISTQB-ის თეორიული მასალა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს ეხმარება პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების უკეთ გააანალიზებაში

  • სერტიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი უპირატესობას მოიპოვებს შრომით ბაზარზე და ექნება კარიერული წინსვლისა და შემოსავლის ზრდის პოტენციალი;

  • ISQTB Foundation Level/Certified Tester სერტიფიკატი ტესტერებს საშუალებას აძლევს, განვითარდნენ ტესტირების მრავალი მიმართულებით.

ცოტა რამ სმარტ აკადემიის კურსის შესახებ:

ISTQB-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი გათვლილია ნებისმიერი პირისთვის, ვისაც აქვს მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე. ასევე მათთვის, ვისაც სმარტ აკადემიაში გავლილი აქვს ლელა გაბელაიას კურსი „ციფრული პროდუქტების ტესტირება“.

ორივე შემთხვევაში მსმენელი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 Intermediate დონეზე.

კურსი ტარდება ქართულ ენაზე, სავსეა პრაქტიკული მაგალითებით და მოიცავს საგამოცდო ტესტის ნიმუშებს.

„ჩემი კურსის მთავარი ხიბლი, ალბათ, ისაა, რომ სტუდენტებს ვუზიარებ ჩემი 8-წლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილ საინტერესო და საჭირო, პრაქტიკულ მაგალითებს. სწავლება მიმდინარეობს ISTQB სტანდარტის მიხედვით, რაც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერების სერტიფიცირებისთვის, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სქემაა’’ - გვიყვება კურსის ლექტორი ლელა გაბელაია.

შემოუერთდი კურსს და დაიწყე ISTQB-ის გამოცდისთვის მზადება 27 ნოემბრიდან.

სხვა სტატიები >>