,,ყოველთვის მსურდა ჩემი თავი ხელოვნებასთან დამეკავშირებინა'' - ნათია დავლიანიძის წარმატების ისტორია
ნათია დავლიანიძემ სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო შემესწავლა გრაფიკული დიზაინის საფუძვლები, რაც პროფესიულ განვითარებაში დამეხმარებოდა”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე, როგორ ვიყო დეტალებზე ორიენტირებული. ვგრძნობდი, რომ ყოველდღე ვვითარდებოდი და ჩემი ნამუშევრებიც უფრო დახვეწილი ხდებოდა. კურსის დახმარებით შევიძინე ამ სფეროში მუშაობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.
ლექტორის შესახებ
ანნა გუგუტიშვილი თავისი საქმის პროფესიონალია. მისი თითოეული ლექცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩემი ლექტორი იყო.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსით წარმატებით დასრულების შემდეგ, დავიწყე სტაჟირება კომპანია Citrus.ge-ში, სადაც მიღებულ ცოდნას, პრაქტიკაში ვიყენებ.
პროფესია - გრაფიკული დიზაინერი
გრაფიკული დიზაინი არის ამაღელვებელი და კრეატიული მიმართულება. 5 წლის განმავლობაში საბანკო სფეროში ვმუშაობდი და არასდროს მქონია შეხება დიზაინთან. ყოველთვის მსურდა, ჩემი თავი ხელოვნებასთან დამეკავშირებინა, ამიტომაც ავირჩიე გრაფიკული დიზაინერის პროფესია.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც საუკეთესო ლექტორებთან ერთად, ძალიან კარგ და ყურადღებიან გუნდთან მოგიწევს შეხება.
დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.