მთავარიბლოგი5 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო Adobe Illustrator

5 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო Adobe Illustrator

გრაფიკული დიზაინერები საკუთარ დიზაინებზე მუშაობისას სხვადასხვა პროგრამებს იყენებენ, ზოგ მათგანს კი ჯერ კიდევ არ უცდია Adobe Illustrator-ის გამოყენება. ეს არის ვექტორული გრაფიკის ედიტორი, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა და დაარედაქტირო ვექტორული გრაფიკის ფოტოები. 

Adobe Illustrator მოქნილი პროგრამაა, რომელსაც მაღალი ხარისხის ნაყოფის მოცემა შეუძლია. ილუსტრატორით ობიექტების შექმნა და რედაქტირება მარტივია. ის იდეალურადაა მორგებული გრაფიკულ დიზაინერებზე. ამის გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც Adobe Illustrator უნდა ისწავლო.

1. შენი იდეების თავისუფლად გადმოცემა

Adobe Illustrator-ის საშუალებით შენ გაქვს სრული თავისუფლება დიზაინის შექმნის პროცესში. შენ შეგიძლია გადმოსცე საკუთარი იდეები, რა გზითაც თავად გსურს. პროგრამის მეშვეობით შენ გეძლევა შანსი, შექმნა ყველაფერი, რისი გაკეთების სურვილიც გაგიჩნდება. 

2. ლოგოების შექმნა 

ვექტორის გამოყენებით შექმნილი ყველა ორიგინალური ნამუშევრის შესრულება შესაძლებელია Adobe Illustrator-ით. პროგრამის საშუალებით, შენ შექმნი სასურველ ფორმას ლოგოსათვის. ლოგოს ასევე ექნება იზოლირებული ფონი, რაც უფრო მარტივს გახდის მის გამოყენებას იქ, სადაც მოგესურვება. შენ გექნება საშუალება, აირჩიო შესანიშნავი ფერები, რომელიც შესაფერისი იქნება შენი ლოგოსთვის.

3. მულტიპლიკაციური პერსონაჟების შექმნა 

Adobe Illustrator საშუალებას გაძლევს შექმნა საყვარელი მულტიპლიკაციური პერსონაჟები, რომელიც შეგიძლია გამოიყენო მრავალი მიზნით, მათ შორის მასკოტად - ბრენდინგისათვის, კომიქსისათვის და სხვა. 

თუ ოდესმე ნამუშევარში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, მისი რედაქტირება ილუსტრატორით მარტივია. შენ ფერების შეცვლაც კი ადვილად შეგეძლება. 

4. აიქონების დახატვა 

Adobe Illustrator-ის ფართო შესაძლებლობების მქონე სისტემის დახმარებით, შენ გექნება აიქონ გრაფიკების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით დახატვის შესაძლებლობა. ასევე, მარტივად მოახერხებ თითოეული ფორმის აიქონის შეფერადებასა და არანჟირებას. 

5. ზომის შეცვლა მაღალი ხარისხით 

მას შემდეგ, რაც ვექტორებს შექმნი, შენ შეგეძლება მათი ზომის შეცვლა ისე, რომ ფოტოს ხარისხი არ დაიკარგოს. გამოსახულება არ იქნება დაზიანებული და ყოველი დეტალი იქნება კარგად გარჩევადი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაზრდი ფოტოს ზომას, მას მაინც მაღალი ხარისხის გარჩევადობა ექნება.

Adobe Illustrator-ის შესწავლა სმარტ აკადემიაშია შესაძლებელი. კურსის მეშვეობით შენ მიიღებ Adobe Illustrator-ის საბაზისო ცოდნას და აითვისებ უნარებს, რომელიც გრაფიკული ელემენტებისა და ილუსტრაციების შექმნაში დაგეხმარება. კურსს ზიზი ნიშნიანიძე წარუძღვება.

დარეგისტრირდი Adobe Illustrator-ის კურსზე აქ.

 

სხვა სტატიები >>