მთავარიბლოგინეირომარკეტინგის ძალა: რა გამოარჩევს PayPal-ს კონკურენტებისგან?

ნეირომარკეტინგის ძალა: რა გამოარჩევს PayPal-ს კონკურენტებისგან?

ნეირომარკეტინგი მარკეტინგული გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლის ქცევებსა და ემოციებზე დაკვირვებას გულისხმობს. ნეირომარკეტინგი ღრმად იკვლევს ადამიანის ფსიქოლოგიას, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც მასზე დაყრდნობით მოქმედებენ, ხშირად დინების საწინააღმდეგოდ უწევთ ცურვა. 

საკმაოდ გავრცელებულია არასწორი შეხედულება იმის თაობაზე, რომ ადამიანის გონება საუკეთესოდ რეაგირებს უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიების პირობებზე. გარკვეულ შემთხვევაში ეს ასეცაა, მაგრამ ზემოხსენებული არ წარმოადგენს იმას, რასაც კლიენტი ყოველთვის ეძებს. Paypal-ის მაგალითი სწორედ ამაზე მიუთითებს. 

PayPal-ში აღმოაჩინეს, რომ მათი სამიზნე აუდიტორია მეტად რეაგირებდა ხელსაყრელი პირობების შესახებ გაგზავნილ შეტყობინებებზე, ვიდრე უსაფრთხოებაზე. მათ ეს ინფორმაცია გამოიყენეს მარკეტინგული კამპანიის შესაქმნელად, რომელიც სისწრაფესა და ეფექტიანობაზე იყო ორიენტირებული და რამაც წარმატებით გარდაქმნა სამიზნე აუდიტორია კომპანიის მომხმარებლებად.

გაკვეთილი ნათელია - ნუ მიენდობი ვარაუდებს, რადგან როდესაც საქმე ნეირომარკეტინგს ეხება, შენ გესაჭიროება მონაცემების კომპლექსური ანალიზი, სანამ გაარკვევ რას გრძნობს და ფიქრობს აუდიტორია შენს პროდუქტსა თუ სერვისზე. აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ნეირომარკეტინგი იქნეს ეფექტურად გამოყენებული კომპანიების მხრიდან, რომელთაც სურთ გააუმჯობესონ მარკეტინგული ძალისხმევა და გაზარდონ გაყიდვები კლიენტების ქცევების უკეთ გაგების მეშვეობით.

ნეირომარკეტინგის ეს მაგალითი შეგვახსენებს, თუ რა მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება. არ აქვს მნიშვნელობა ეძებ შენი კლიენტების ქცევის ინსაითებს თუ გჭირდება ინსპირაცია ძველი სტრატეგიის გასაუმჯობესებლად, ნეირომარკეტინგი შენს გიდად იქცევა მომავალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

წაიკითხე ასევე - რა არის ნეირომარკეტინგი და რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე მარკეტერებისთვის. 

გაიარე კურსზე რეგისტრაცია აქ.

სხვა სტატიები >>