მთავარიბლოგიროდესაც იცი, რა როგორ გააკეთო და ფიქრობ საზღვრების გარეშე - ქეთი ქურციკაშვილის შთაბეჭდილება

როდესაც იცი, რა როგორ გააკეთო და ფიქრობ საზღვრების გარეშე - ქეთი ქურციკაშვილის შთაბეჭდილება

ქეთი ქურციკაშვილმა სმარტ აკადემიაში ADOBE ILLUSTRATOR-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს

“როცა სწავლობ ტექნიკას და იცი პროგრამის შესაძლებლობები, არ უშინდები ახალ იდეებს და სწორად ქმნი ნამუშევარს როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ყოველი ლექციის შემდეგ ვხედავდი შედეგს. ვისწავლე ყველა ის საჭირო მოქმედება, რაც პროგრამის სწორად გამოყენებაში დამეხმარება. მივხვდი, რომ რთული არაფერია, თუ თანმიმდევრულად მიყვები იმას, რისი ცოდნაც საჭიროა.

ლექტორის შესახებ 

ლექტორი იყო ძალიან საყვარელი, ყურადღებიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის თავიდანვე გაჩვევს, გქონდეს საკუთარი ხელწერა, ხვდება რა გჭირდება და იცის რა გამოგივა. შესაბამისად, სწორად გაძლევს მიმართულებას და შეუძლია ისეთი რამ აღმოგაჩენინოს შენს თავში, რაც თავადაც არ იცი.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ რაც აქამდე შეუძლებელი მეგონა, ჩემთვის შესაძლებელი გახდა. გამიუმჯობესდა ხედვა და გავხდი დეტალებზე მეტად დაკვირვებული. კურსმა დიდი ნაბიჯი გადამადგმევინა დამოუკიდებლად მუშაობისაკენ. როდესაც იცი, რა როგორ გააკეთო, ფიქრობ საზღვრების გარეშე და არ გგონია, რომ რაღაც ვერ გამოგივა. 

პროფესია - ილუსტრატორი 

ილუსტრატორის პროფესია გაძლევს შესაძლებლობას ისაუბრო ფერებით და ფიგურებით. ხანდახან, შეიძლება სიტყვებით არაფერს გადმოსცემ, თუმცა შენი ნამუშევრები საუბრობენ შენს ემოციებსა და ფიქრებზე. რა თქმა უნდა, თითოეულ ილუსტრაციას თავისი მიზანი აქვს და მხოლოდ შენს შინაგან მდგომარეობას არ გამოხატავს, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდე, საკუთარი ხელწერა ყველაფერს ეტყობა. ჩემთვის Illustrator მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შეგიძლია რაღაც განსხვავებული და საინტერესო შექმნა.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიამ დამანახა რას ნიშნავს, როდესაც პროფესიონალი ადამიანების ხელში ხვდები და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის შენი განვითარება. ჩემთვის სასიამოვნო იყო მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება, მათი ჩართულობა კი კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა სწავლის პროცესში. დარწმუნებული ვარ სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნა ნაბიჯს გადამადგმევინებს წარმატებისკენ. 

კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს. 

ქეთი ქურციკაშვილის პორტფოლიოს ნახვა შეგიძლია აქ

სხვა სტატიები >>