ადამიანებთან ურთიერთობა, როგორც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტი - თამთა რეხვიაშვილის წარმატების ისტორია
თამთა რეხვიაშვილმა სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
“მსურდა მიმეღო ცოდნა ადამიანური რესურსების მიმართულებით და ამ სფეროში თავი დამემკვიდრებინა”.
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში შევისწავლე, თუ რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს HR-ს, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი კულტურული გარემო, შერჩევა/შეფასების კრიტერიუმები, სხვადასხვა ვაკანსიებისა თუ სამუშაო აღწერილობების მთავარი მახასიათებლები.
ლექტორის შესახებ
სალომე ზირაქაძე არის ძალიან კომპეტენტური, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და კვალიფიციური ლექტორი. გარდა ამისა, ის არის უაღრესად მეგობრული და სამართლიანი. მან მოგვცა უსაზღვროდ დიდი ცოდნა და გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება, რაც უფრო და უფრო საინტერესოს ხდიდა თითოეულ ლექციას.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ დავსაქმდი HR მენეჯერის პროფესიით კომპანია Team Up-ში.
პროფესია - HR მენეჯერი
ადამიანებთან ურთიერთობა, მათი გაცნობა, შეცნობა და განვითარებაზე ზრუნვა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ეს პროფესია კი მაძლევს საშუალებას, ეს ასპექტები ჩემს კარიერას მოვარგო.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია არის ძალიან პოზიტიური, პასუხისმგებლობიანი, მზრუნველი ხალხით სავსე გუნდი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მოგვაწოდონ სრული და საჭირო ინფორმაცია როგორც კურსის განმავლობაში, ისე მისი დასრულების შემდგომ. სმარტ აკადემია გახდა ჩემი პირველი ნაბიჯი HR მიმართულებით კარიერის დაწყების. გარდა მიღებული ცოდნისა, კურსის დასრულებისთანავე შევძელი ამ პროფესიით დასაქმება. გასაუბრებასა და საბოლოო პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რაოდენ დიდი ცოდნა დამიგროვდა ამ სფეროში, ორი თვის განმავლობაში. სმარტ აკადემიამ განვითარების და წინსვლის საშუალება მომცა.
HR მენეჯმენტის კურსზე დასარეგისტრირებლად გადადი ბმულზე.