მთავარიბლოგი10 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, სანამ პროფესიას აირჩევ

10 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, სანამ პროფესიას აირჩევ

კარიერა თქვენს მომავალს განსაზღვრავს. ის გავლენას ახდენს თქვენს იდენტობაზე, ცხოვრების სტილზე, შემოსავალზე, ოჯახსა და პენსიაზე გასვლის შემდგომ ცხოვრებაზეც კი. 

სანამ ჯერ კიდევ სამომავლო პროფესიის ვერსიებს განიხილავ, უპასუხე შეკითხვებს. შესაძლოა, ამან გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივოს:

1. რისი კეთება მომწონს?

  • რა არის ჩემი ჰობი?  
  • რისი კეთება მომენატრება, როცა მუშაობას დავიწყებ?
  • დროის შენობაში გატარება მირჩევნია თუ გარეთ?
  • მუდმივად ხალხის გარემოცვაში ყოფნა მინდა თუ საბუთებში თავჩარგული უფრო კომფორტულად ვიქნები?

2. რა უნარები მაქვს?

  • ტექნიკური თუ ჰუმანიტარული? 
  • დროის მენეჯმენტი ან ჯგუფური მუშაობა კარგად გამომდის? 

3. რისი ნიჭი მაქვს? 

  • წერა? 
  • ფოტოების გადაღება? 
  • სიმღერა? 
  • რა არის ჩემი ძლიერი მხარე? 

4. როგორია ჩემი პერსონა?

  • ლიდერი ვარ თუ მიმდევარი?
  • ჯგუფში მუშაობა მირჩევნია თუ ცალკე?
  • ვინ ვარ? - ის, ვისაც იდეები მოსდის თუ ის, ვინც სხვის იდეებს ახორციელებს?
  • შემოქმედებითი ვარ თუ რუტინა მირჩევნია?

5. რა არის ჩემი მისია?

ეს შეიძლება იყოს სამართლის აღსრულების ან მუდამ  სიმართლის თქმის სურვილი, მიუსაფარ ადამიანებსა თუ ცხოველბზე ზრუნვა…

6. როგორი ტიპის განათლება მინდა?

მაგალითად, ექიმობას 12-წლიანი სწავლა სჭირდება, მენეჯერობას კი, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში ისწავლი. კიდევ, არის პროფესიები, რომელთა შესასწავლადაც რამდენიმე თვეც საკმარისია - გრაფიკულ დიზაინი, Python-ის დაპროგრამების ენა ...  ამ და სხვა პროფესიების დაუფლებას სმარტ აკადემიის კურსებზე შეძლებ. 


7. დავსაქმდები ამ პროფესიით?

ნუ უგულებელყოფ უმუშევრობის პრობლემას. პროფესიის არჩევისას, უნდა გაითვალისწინო, რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის პროფესია და რამდენად მაღალანაზღაურებადია.

8. რამდენად პრიორიტეტულია ფული?

თუ ცხოვრებისეულ ღირებულებებს შორის ფული პირველ ადგილზე დგას, პროფესიის არჩევისას სამომავლო შემოსავლის გათვალისწინებაც მოგიწევს. 

9. როგორი ცხოვრება მინდა?

თუ კარიერასთან ერთად საინტერესო ცხოვრება გინდა, უმჯობესია ისეთ სამსახურზე იფიქრო, რომელიც მთელ შენს დროს არ მოითხოვს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის შესაძლებლობას მოგცემთ. 

წაიკითხე: 6 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ.

10. ნამდვილად ეს მინდა?

არ დაუშვათ, სხვებმა გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებაზე და ჩაერივნონ პროფესიის არჩევაში. თქვენი კარიერა მხოლოდ თქვენი დასაგეგმია. 


სხვა სტატიები >>