პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი და საინტერესო სფეროა - თამარ გაბათაშვილის წარმატების ისტორია
თამარ გაბათაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
“ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რამ აღმოვაჩინო, განვვითარდე, ვისწავლო და მივიღო ახალი შესაძლებლობები”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია იყო აბსოლუტურად ამომწურავი. კურსმა მომცა საშუალება განმევითარებინა საკუთარი უნარები, რეალური ქეისებიდან გამომდინარე მიმეღო გამოცდილება და ცოდნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცოდნის მიღებასთან ერთად, მომეცა იმის მოტივაცია, რომ ჩემი საქმის სიყვარულით შესრულება შემიძლია.
ლექტორის შესახებ
ლელა გაბელაია არის თავის საქმეზე და სტუდენტებზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც მთელი გულით გიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მას აქვს უნარი, ისე ასწავლოს ადამიანს, რომ მცირე დროში შეუძლებელი შეაძლებინოს. როდესაც შენთვის საინტერესო პროფესიასთან დაკავშირებულ ცოდნას გიზიარებს ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და მთლიანად შეყვარებულია თავის საქმეზე, შეუძლებელი მოტივირებული არ გახდე. ლელა დღემდე მხარს გვიჭერს და მოტივაციას გვაძლევს.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ აქტიურად შევუდექი სამსახურის ძიებას. ძალიან მალევე მივიღე შემოთავაზება დამსაქმებლებისგან. ბოლო პერიოდში, ორმა კომპანიამ ამიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთისათვის უარის თქმა მომიწია. დღეს მე Europebet-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
პროფესია - ტესტერი
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი და საინტერესო სფეროა, სადაც მუდმივად გაქვს განვითარების შესაძლებლობა და რაც მთავარია, საჭიროებაც.
სმარტ აკადემია
ჩემთვის სმარტ აკადემიის გუნდი არის საუკეთესო აღმოჩენა. სმარტ აკადემია არის სივრცე, სადაც მუდმივად ფიქრობენ თავის სტუდენტებსა და მათ სამომავლო კარიერულ განვითარებაზე. მთელი გუნდი შედგება ერთმანეთზე უკეთესი ადამიანებისგან, რომლებიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაძლევენ, მუდმივად გვერდში გიდგანან და გამხნევებენ.
დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.