4 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო Front-End Development
ოდესმე გიფიქრია Front End დეველოპერობაზე? ეს შემოსავლიანი პროფესიაა, რომელზე მოთხოვფნაც, მთელს მსოფლიოში, სულ უფრო მეტად იზრდება. Front-End დეველოპერი არის ადამიანი, რომელიც ვებსაიტებისა და აპლიკაციების ვიზუალურ მხარეზეა პასუხისმგებელი. ის უზრუნველყოფს, რომ საიტი და აპლიკაცია სხვადასხვა მოწყობილობასა თუ ბრაუზერზე იყოს ხელმისაწვდომი. წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, რაც დაგარწმუნებს, რომ Front End Development-ის შესწავლა სწორი გადაწყვეტილებაა,
Front End Development მარტივი შესასწავლია
საერთოდაც არაა აუცილებელი გქონდეს დიპლომი პრესტიჟული უნივერსიტეტიდან, რათა შეძლო და გახდე Front End დეველოპერი. სწორი მიდგომისა და ხელმძღვანელობის წყალობით, შენ მარტივად შეძლებ დახელოვნდე იმ უნარებით, რომელიც კარგ დეველოპერად გაქცევს
Front End Development-ს კარგი მომავალი აქვს
დღესდღეობით, ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ციფრულ სივრცეში ფეხის მოკიდებას. პოსტ პანდემიურმა სიტუაციამ ისინი კიდევ ერთხელ დააფიქრა კლიენტებთან ონლაინ ინტერაქციის აუცილებლობის შესახებ.
კომპანიებს სურთ თავიანთი ვებგვერდების გაუმჯობესება, რათა დაეწიონ იმ ცვლილებებს, რომელიც აღნიშნულ სფეროში შეინიშნება. სავარაუდოა, რომ მოთხოვნა Front End დეველოპერებზე წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება, რაც გამოწვეულია მობილურ მოწყობილობებზე მოთხოვნის გაზრდით და ელექტრონული ვაჭრობის ინდუსტრიის პოპულარობის ზრდით.
Front End დეველოპერები აქტიურად არიან დასაქმებულები დიდი კომპანიების მიერ
Front End დეველოპერებს შანსი აქვთ მსოფლიოს მასშტაბით დასაქმდნენ ისეთ გიგანტ კომპანიებში, როგორიცაა:
Amazon
Tata Consultancy Services
Accenture
Cognizant
გამონაკლისს არც ქართული კომპანიები წარმოადგენენ. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ბაზარზე Front End Developer-ების ნაკლებობაა, ისინი თავადვე ცდილობენ აღნიშნული პროფესიის წარმომადგენელთა გადაბირებას
Front End დეველოპერები მაღალანაზღაურებადები არიან
თუნდაც დამწყები და გამოუცდელი Front End დეველოპერის ხელფასი, ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ სფეროში, 1-დან 4 წლამდე გამოცდილება, უკვე მიუთითებს შენს მაღალკვალიფიციურობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Front End Development-ის სფეროში ფეხის მოსაკიდებლად, საერთოდაც არ არის საჭირო მრავალი წელი ელოდო საკუთარ შანსს.
შესაბამისად, თუ კარიერის დაწყება გსურს, Front End დეველოპერის პროფესიის ათვისება კარგი იდეაა. აღნიშნული სფეროში შენი ცოდნის სამუშაოში გარდასახვა, ნამდვილად არ გაგიჭირდება.
Front End Development-ის კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.