მთავარიბლოგი"თამამად ვამბობ, რომ ვარ UX ქოფირაითერი" - დავით ხურიევის წარმატების ისტორია

"თამამად ვამბობ, რომ ვარ UX ქოფირაითერი" - დავით ხურიევის წარმატების ისტორია

დავით ხურიევმა სმარტ აკადემიაში UI/UX ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

ჩემი მიზანი ახალი პროფესიის შეძენა იყო.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე 0-დან 100%-მდე ყველაფერი, რაც 10 ლექციაში შეიძლებოდა მესწავლა. განვივითარე წერის, უფრო სწორად, მოკლედ და ლაკონიურად წერის უნარი. ასევე ვისწავლე UX დიზაინის საფუძვლები. ეს ყველაფერი დამეხმარება, შევთავაზო ჩემი მომსახურება ქართულ ბაზარზე არსებულ ვებგვერდებს. თამამად ვამბობ, რომ ვარ UX ქოფირაითერი, რაც, დამეთანხმებით, მთლად ცუდად არ ჟღერს. 

ლექტორის შესახებ

გარდა იმისა, რომ არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ქეთი დიასამიძე არის უკეთილშობილესი ადამიანი. იმდენად ტაქტიანია, რომ მიწევდა მეთხოვა, რომ ეთქვა, რა იყო არასწორი ჩემს დავალებებში. გვასწავლა „ხეზე ასვლა“, რაც ხშირად არ ხდება ხოლმე. ყველა ნიუანსი, ყველა წვრილმანი…

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ სმარტ აკადემიამ ორგანიზება გაუწია სტაჟირებას და ახლა ვთანამშრომლობ საკმაოდ სერიოზულ ფირმა „ლოიალტე“-სთან. ვმუშაობ ტექსტებზე და UX პრინციპების დახვეწაზე, რაც უფრო მოხერხებულს და მიმზიდველს გახდის მათ ვებგვერდს.

პროფესია - UX/UI ქოფირაითერი

მომწონს პროფესიის პერსპექტივა. აქ გრამატიკის გარდა აუცილებელია თავისუფალი ხედვა. უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მშრალი, ინფორმაციული ტექსტების შედგენა. ფიქრობ კლიენტზე და კლიენტისთვის. ვგულისხმობ არა მხოლოდ დამკვეთს, როგორც ჩემს კლიენტს, არამედ დამკვეთის კლიენტებსაც. შემოქმედებისთვის არის უსასრულო არეალი, განსაკუთრებით, თუ წერა გიყვართ!

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა რეალური პროფესია, ეს არ არის გადაჭარბებით ნათქვამი. მართლა ასეა! მოვიხიბლე კარგი ორგანიზებულობით, ადამიანური, თბილი კომუნიკაციით და სწავლების მაღალი ხარისხით. ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს, რომ რეკომენდაცია გავუწიო სმარტ აკადემიას, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლო ცენტრს საქართველოში. რა არ მომწონს? არაფერი მახსენდება ისეთი, რაც არ მომეწონა. წერა მიყვარს, რაღაცას მოვიფიქრებდი, მაგრამ ტყუილები არ მიყვარს, ამიტომ ვერაფერს ვწერ.

UI/UX ქოფირაითინგის კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სტატიები >>