მთავარიბლოგისფერო, რომელშიც ყოველთვის ვითარდები და წინ მიდიხარ - შოთა ქათამაძის შთაბეჭდილება

სფერო, რომელშიც ყოველთვის ვითარდები და წინ მიდიხარ - შოთა ქათამაძის შთაბეჭდილება

შოთა ქათამაძემ სმარტ აკადემიაში “Python Advanced - პროფესიონალური კურსი” გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი ცოდნის გაღრმავება იყო”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ვისწავლე როგორ გამოიყენება Python დეველოპმენტის სხვადასხვა  მიმართულებაში და როგორ მუშაობს ის მომიჯნავე ტექონოლოგიებთან, რამაც მომცა შესაძლებლობა გამეღრმავებინა არსებული ცოდნა და სხვა კუთხით შემეხედა Python-ისთვის და ზოგადად, პროგრამირებისათვის. 

ლექტორის შესახებ

მიშა ქანთარია არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, როგორც პროგრამირებაში, ასევე პედაგოგიკაში და აქვს არაჩვეულებრივი ახსნისა და გადმოცემის უნარი. ის ყოველთვის მზადაა გაგიზიაროს მისი ცოდნა და გამოცდილება 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ გავხდი მეტად დისციპლინირებული და დამოუკიდებელი. კურსის განმავლობაში შეძენილი უნარების და პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების სწავლის წყალობით, ბევრად მიადვილდება განსხვავებული სირთულის მქონე პროექტებზე მუშაობა, რაც ბევრად პროდუქტიულს მხდის. 

პროფესია - პროგრამისტი

ჩემი მთავარი ინტერესი პროგრამირებაში გამოიწვია ავტომატიზაციის საშუალებით რუტინული საქმის ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულებამ, რაც დროისა და რესურსის დაზოგვის სერიოზულ საშუალებას იძლევა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისათვის. ასევე, ეს არის სფერო, რომელშიც ყოველთვის ვითარდები და წინ მიდიხარ. 

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიამ და მისმა გუნდმა, რომლებიც მუდამ გვერდში გიდგანან და ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, მომცეს უფრო დიდი მოტივაცია და შანსი შემდგომი განვითარებისათვის. 

კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სტატიები >>