მუდმივად განვითარებადი პროფესია, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს - მირიან მაღლაკელიძის შთაბეჭდილება
მირიან მაღლაკელიძემ სმარტ აკადემიაში iOS დეველოპმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“მსურდა მობილური აპლიკაციების პროგრამირების შესწავლა და იმ ცოდნის გაღრმავება, რაც ამ მიმართულებით გამაჩნდა”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში გავიაზრე თუ რა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, შევისწავლე აპლიკაციებთან მუშაობის მეთოდიკა და მისი მრავალფეროვნება. გამოვიმუშავე ლოგიკური აზროვნებისა და პროგრამირებასთან დაკავშირებული პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტის უნარი, რაც ამ სფეროში თავის დამკვიდრებაში დამეხმარება.
ლექტორის შესახებ
ვასო ბარამიძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი პედაგოგი. გააჩნია არაჩვეულებრივი ახსნის და გადმოცემის უნარი. ის ყოველთვის მზადაა გაუზიაროს სტუდენტებს თავისი ცოდნა და გამოცდილება.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ გავხდი მეტად დამოუკიდებელი და თავდაჯერებული. შემიძლია მარტივი და საშუალო სირთულის აპლიკაციების შექმნა.
პროფესია - დეველოპერი
პირველ რიგში, რაც ამ პროფესიაში მომწონს, არის ის, რომ მუდმივად განვითარებადია და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. შენ მუდამ მზად უნდა იყო ახლის შესასწავლად. ასევე, დეველოპერის პროფესია არის ძალიან მოთხოვნადი და შესაბამისად, ამ მიმართულებით დასაქმების პერსპექტივაც დიდია.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ, პირველ რიგში მომცა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. ასევე, უფრო დიდი მოტივაცია და შანსი განვითარებისათვის. სმარტ აკადემია დაკომპლექტებულია ნამდვილი პროფესიონალებით, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტის განათლებასა და განვითარებაზე, არა მხოლოდ კურსის ფარგლებში, არამედ მისი დასრულების შემდეგაც. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გარანტია იმისა, რომ შევძლებ პროგრამირების სფეროში თავის დამკვიდრებას.
iOS დეველოპმენტის კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.