მთავარიბლოგიკურსის გავლის შემდეგ მაქვს უნარი, ვიმუშაო საშუალო სირთულის ვებ და მობაილ აპლიკაციებზე - ქეთი ხეცურიანის შთაბეჭდილება

კურსის გავლის შემდეგ მაქვს უნარი, ვიმუშაო საშუალო სირთულის ვებ და მობაილ აპლიკაციებზე - ქეთი ხეცურიანის შთაბეჭდილება

ქეთი ხეცურიანმა სმარტ აკადემიაში React JS/Native დეველოპმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო შემესწავლა თანამედროვე ტექნოლოგია და შემძლებოდა მობილური აპლიკაციის შექმნა Android/iOS სისტემაზე”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ვისწავლე React Js-ის საფუძვლები და clean code architecture. მის მარტივად გაგებაში დამეხმარა Angular-ის ცოდნა. React Js-ის ცოდნა თავის მხრივ React Native-ს გაგებაში დამეხმარა, საბოლოოდ კი, პრაქტიკულო მაგალითებით შევძელი ამ ტექნოლოგიების შესწავლა.

ლექტორის შესახებ 

გიორგი რამაზაშვილი არის პასუხისმგებლობიანი, ობიექტური და დაუზარელი. ის ყველა კითხვას სცემდა პასუხს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზარებიც გვქონდა. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ, მაქვს უნარი, ვიმუშაო საშუალო სირთულის ვებ და მობაილ აპლიკაციებზე.

პროფესია - პროგრამისტი 

სირთულეების დაძლევა მომწონს, ამიტომ ავირჩიე პროგრამირება. რაც შეეხება React Js-ს, თანამედროვე და მოთხოვნადია, რაღაცებით Angular-ს ჰგავს. მომწონს კოდის წერა, მობილური აპლიკაციების შექმნის მექანიზმი მაინტერესებდა და ამიტომაც იყო ეს კურსი ჩემთვის ძალიან მისაღები.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიას სწორად შეუძლია განსაზღვროს საბაზრო მოთხოვნები და შექმნას კურსი შესაბამისი სილაბუსით, რომელიც  სტუდენტებს პრაქტიკულ უნარებს განუვითარებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ლექციის ბოლოს არის დავალება, ასევე შუალედური და ფინალური გამოცდა, რომლის საშუალებითაც ხერხდება პრაქტიკული დავალებების შესრულება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

React JS/Native დეველოპმენტის კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს. 

სხვა სტატიები >>