მთავარიბლოგიჩვენი კურსის ყოველი შეხვედრა სიყვარულითა და პროფესიონალიზმით იყო გაჯერებული - ია ხურციძის შთაბეჭდილება

ჩვენი კურსის ყოველი შეხვედრა სიყვარულითა და პროფესიონალიზმით იყო გაჯერებული - ია ხურციძის შთაბეჭდილება

ია ხურციძემ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს

“ვინაიდან დამწყები ვარ, ჩემი მიზანი იყო ერთი ნაბიჯით მაინც მივახლოებოდი HR-ის დიდ სამყაროს”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ვისწავლე, როგორი მნიშვნელოვანია სწორი და კომპანიაზე მორგებული HR მენეჯმენტი. რა როლი აკისრია მას კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა თანამშრომლების მოზიდვა/შერჩევა/მოტივირება, HR ბრენდინგი და სწორი ორგანიზაციული კულტურის დანერგვა. ასევე, წარმატებით განვივითარე ფართო პუბლიკისადმი თავის წარდგენისა და პრეზენტაციის უნარი, რაშიც განსაკუთრებით საფინალო შეხვედრა დამეხმარა. 

კურსის ლექტორი 

სალომე ზირაქაძე არის თავის საქმიანობაში ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტი. ჩვენი კურსის ყოველი შეხვედრა იყო სიყვარულით და პროფესიონალიზმით გაჯერებული. ის აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს და აზიარებს ცოდნას, რომელიც მორგებულია თანამედროვე სწავლების სტილზე. მადლობა სალომეს. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორად ავირჩიე HR მენეჯმენტი - სფერო, რომელშიც ახლო მომავალში საკუთარ თავს ვხედავ.

პროფესია - HR მენეჯერი

ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ შემეძლო ადამიანებს განვითარებაში და საინტერესო უნარების აღმოჩენაში დავხმარებოდი. HR მენეჯმენტი სწორედ ესაა, ერთდროულად განავითარო კომპანია და კოლექტივი. 

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ჩემთვის 2021 წლის აღმოჩენაა. თანამედროვე სწავლების მეთოდებით, კრეატიული გუნდის წევრებით,ნიჭიერი ლექტორებითა და ძალიან თბილი გარემოთი. 

HR მენეჯმენტის კურსზე რეგისტრაციისათვის, ეწვიე ბმულს.

სხვა სტატიები >>