"ქოფირაითინგი ჩემთვის ერთ ფრაზაში გამოიხატება - ის უბრალოდ გენიალურია და თან მარტივი" - ელენე გოგოლაძის შთაბეჭდილება
ელენე გოგოლაძემ სმარტ აკადემიაში “კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგის” კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო ამესრულებინა დიდი ხნის ოცნება და დავრწმუნებულიყავი, მართლა შემეძლო თუ არა ჩემ გონებაში არსებული მოგონებები, წარმოსახვითი ამბები და განცდილი ემოციები კონტენტის სახით გადმომეცა და ადრე თუ გვიან საკუთარ საქმედ მექცია”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში გავაცნობიერე, თუ როგორ მოვიყვანო ჩემი აზრები, ფანტაზიები და შთაგონებები მწყობრში. ვისწავლე პატარ-პატარა ნაბიჯებით, ლექციებზე ათვისებული ტექნიკებითა და გონებრივი სავარჯიშოებით, დიდ იდეამდე მისვლა. განვივითარე უნარები, რომელიც დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა მთავარი სათქმელის მარტივად გადმოცემის ხელოვნება, სრულიად უმნიშვნელო მოვლენებიდან და ყოველდღიურობიდან განსაკუთრებული ნიუანსების დაჭერა, რაც არა მარტო კრეატიული კონტენტის წერაში, არამედ ცხოვრებაში, ურთიერთობებში და ნებისმიერი რუტინული საქმის ექსტრავაგანტურად დანახვაში მეხმარება.
ლექტორის შესახებ
იდეალური ლექტორის მაგალითია, იყოს ცოდნის გადამცემი და ამასთანავე აძლევდეს მოტივაციას სხვებს, შეიყვარონ საქმე, რასაც აკეთებენ და იპოვონ თავიანთი თავი ამ მიმართულებით. თათია დოლიძე კი არის და იქნება ადამიანი, რომელმაც თავისი პრეზენტაბელურობით, ცოდნით და პროფესიონალიზმით მომცა ბიძგი და უდიდესი მოტივაცია, არ მეშინოდეს, ვიყო უფრო თამამი და ასე გადავეშვა კრეატივის სფეროში.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ ჩემ მიერ დასახულ მიზანთან ძალიან ახლოს მივედი. დავრწმუნდი საკუთარ შესაძლებლობებში. მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ქოფირაითერს სჭირდება - წერის ტექნიკები, მარტივი ხერხები თუ როგორ მივუჩინო იდეებს თავისი ადგილი და დავიწყე ქოფირაითინგის საკუთარ საქმიანობად გადაქცევა.
პროფესია - ქოფირაითერი
ქოფირაითინგი ჩემთვის ერთ ფრაზაში გამოიხატება - ის უბრალოდ გენიალურია და თან მარტივი. ამასთანავე არის ცვალებადი, მოძრავი და სხარტი. ეს ენერგია კი იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომელთაც უყვართ ალტერნატიული გზებით - პოსტებით, ბლოგით, კონტენტით და სარეკლამო რგოლებით გადმოსცენ სათქმელი და სამიზნე აუდიტორიას გაუღვივონ სურვილის ნაპერწკლები.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია დამეხმარა, კარიერაში სულ სხვა მხარეს, კრეატივში გადამედგა პირველი ნაბიჯი. აქ მიღებული ცოდნით კი ვაპირებ, რომ უფრო აქტიურად დავიწყო წინსვლა და გამოვიყენო თითოეული შესაძლებლობა, რომელსაც აკადემია მომცემს.
კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.