კურსის გავლის შემდეგ, მივიღე სფეროსთვის რელევანტური ცოდნა და მნიშვნელოვანი უნარები - დიანა გელაშვილის შთაბეჭდილება
დიანა გელაშვილმა სმარტ აკადემიაში “კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგის” კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“კურსის გავლის მიზანი იყო ჩემი ინტერესი ქოფირაითინგის მიმართ, პრაქტიკულ ცოდნად მექცია და მეტად განმევითარებინა კრეატიულობა ჩემში”
კურსის განმავლობაში
ინტერაქციული და საინტერესო ლექციების დამსახურებით, კურსის განმავლობაში ვისწავლე ინსპირაციის ძიების გზები, კრეატიული იდეების გენერირება და შევიძინე ამ იდეების განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის მიმდინარეობისას განვითარებული უნარებიდან გამოვარჩევდი დეტალებზე ორიენტირებას. ლექტორი დაგვეხმარა, მანამდე ხშირად შეუმჩნეველი თუ ყოველდღიური მოვლენაც კი ინსპირაციის წყარო და ეფექტური იდეის გენერირების საშუალება გამხდარიყო.
ლექტორის შესახებ
თათია დოლიძე არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ის არა მხოლოდ თავდაუზოგავად გიზიარების მის ცოდნას, ასევე გიქმნის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს აზრების თავისუფლად გამოხატვისთვის. კურსის განმავლობაში თათია არაერთხელ დამეხმარა მემოგზაურა საკუთარ თავში, აღმომეჩინა ახალი ცოდნა და უნარები, რომლებიც არც კი ვიცოდი, თუ მანამდე ჩემში იყო.
კურსის დასრულების შემდეგ
პრაქტიკული და სიღრმისეული ინფორმაციით დატვირთული ლექციების გავლის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ვგეგმავ ამ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელებას.
პროფესია - ქოფირაითერი
ქოფირაითერის პროფესია განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალმხრივია. კრეატიულ სფეროში, ყოველი დღე ერთმანეთისაგან განსხვავდება. სწრაფად ცვლადი ტრენდებისთვის ფეხის აწყობა, ჩემთვის ერთდროულად გამოწვევებით აღსავსე და საინტერესოა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიის კურსის გავლის შემდეგ მივიღე სფეროსთვის რელევანტური ცოდნა და მნიშვნელოვანი უნარები. ეს ის აკადემიაა, რომელსაც გულწრფელად გავუწევ რეკომენდაციას.
სმარტ აკადემიის კურსი შთაბეჭდილებებით აღსავსე და მნიშვნელოვანი საწყისი იყო ჩემს პროფესიულ განვითარებაში, რომელიც დამეხმარა დავრწმუნებულიყავი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როგორც პროფესიის, ასევე აკადემიის შერჩევისას.დარეგისტრირდი კურსზე აქ.