,,ხარისხი, ორგანიზებულობა და ლექტორების შერჩევა ამ აკადემიას უდავოდ ფანტასტიკურად გამოსდის'', - სოფიო სტურუას შთაბეჭდილება
სოფიო სტურუამ სმარტ აკადემიაში ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი ტექნიკურ სფეროში საბაზისო ცოდნის მიღება და ახალი კარიერის დაწყება იყო”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველაფერი, რაც სილაბუსით იყო გათვალისწინებული. მივიღე ბაზისური ცოდნა კოდის შესახებ, რაც ჩემთვის აქამდე პარალელურ სამყაროსთან ასოცირდებოდა. განვივითარე შრომისმოყვარეობის უნარი, დავიწყე მეტად მუშაობა საკუთარ თავზე და ვისწავლე ინფორმაციის სწორად მოძიება, რაც, ვფიქრობ, ამ პროფესიის განუყოფელი ნაწილია.
ლექტორის შესახებ
თაკო დოკვაძეზე ბევრის თქმა შემიძლია. ის არის უნიკალური ადამიანი, რომელიც თავს არ ზოგავს, რათა ლექციებსა, თუ ლექციებს მიღმა ინფორმაცია მაქსიმალურად სწორად და გასაგებად მოგაწოდოს. მის მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი, რაც დამატებით მოტივაციას წარმოადგენს ადამიანისთვის, რომელიც სრულიად დამწყებია ამ სფეროში.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ სხვადასხვა პლატფორმის დახმარებით აქტიურად დავიწყე ამ პროფესიის სიღრმისეულად შესწავლა. უკვე გამაჩნია ცოდნა მივხვდე, რა ინფორმაცია არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა განხრით მჭირდება დამატებით განვითარება და ა.შ.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია ერთადერთი აკადემიაა, რომელთანაც აქამდე მითანამშრომლია. სიმართლე გითხრათ, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვინაიდან არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა. თუმცა ვიტყვი, რომ ხარისხი, ორგანიზებულობა და ლექტორების შერჩევა ამ აკადემიას უდაოდ ფანტასტიკურად გამოსდის და ბევრ მეგობარსაც ვურჩიე, დაუფიქრებლად გაიარონ სმარტ აკადემიის კურსები.
დარეგისტრირდი ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსზე აქ.