მთავარიბლოგიგრაფიკული დიზაინის კურსის გავლა, რომელიც კარიერულ გზაზე გადადგმულ პირველ სწორ ნაბიჯად იქცა - ირაკლი ქოსაშვილის შთაბეჭდილება

გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა, რომელიც კარიერულ გზაზე გადადგმულ პირველ სწორ ნაბიჯად იქცა - ირაკლი ქოსაშვილის შთაბეჭდილება

ირაკლი ქოსაშვილმა სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

"ჩემი მიზანი იყო მიმეღო საბაზისო ცოდნა და მეპოვა სწორი მიმართულება"

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში შევისწავლე მუშაობის პროცესთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო წვრილმანი. გარდა ამისა, ბატონი ალექსანდრეს დამსახურებით, ამ სფეროს უფრო ღრმად შევხედე, რამაც სამომავლოდ ძალიან კარგი შესაძლებლობები მომცა. საბოლოოდ, მე მივიღე ბიძგი, კარიერული წინსვლისათვის.

ლექტორის შესახებ

ალექსანდრე სუკიასოვი არის პროფესიონალი, რომელსაც საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარული გააჩნია.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ მაქვს მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილი. 

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის პროცესში თავს იდეალურად ვგრძნობ, რაც მიტოვებს სიამოვნების განცდას და მაძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია არის ძალიან კარგი საშუალება, იპოვო საკუთარი თავი, მიიღო ცოდნა და შეუდგე თვითგანვითარებას. მოკლედ რომ ვთქვა, კარიერულ გზაზე ჩემი პირველი სწორი ნაბიჯი, სმარტ აკადემიასთან ერთად გადავდგი.

დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.

ირაკლი ქოსაშვილის ნამუშევრების სანახავად, ეწვიე ბმულს.

სხვა სტატიები >>